ქართველი მოგზაური დავით გოროზია საკუთარ გამოცდილებას და მოგზაურობის შთაბეჭდილებებს marao.ge-ს უკვე მეორედ უზიარებს.
ის ამჯერად პორტუგალიის შესახებ გვიამბობს:
- პორტუგალია ესაა ქვეყანა კათარზისი. ხალხი ძალიან, თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულეა. ის ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია. გამორჩეულად დაბალი ფასებია კარვაიაროში. ესაა ძალიან პატარა, სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც დიჯეი ყოველ საღამოს უფასო შოუებით გიმასპინძლდებათ. ამ ულამაზეს ადგილზე იაფია სასტუმრობი, კვება, რესტორნები… ასე რომ, ეს საუკეთესო ადგილია იაფიანი გართობისთვის.
პორტუგალია ცნობილია თავისი პორტვეინით. SANDEMAN-ის 750 მლ-იანი პორტვეინი 10 წლის დაძველებით, 15 ევრო ღირს და ძალიან გემრიელია.
მოგზაურობა პორტუგალიის დედაქალაქიდან დავიწყოთ. ლისაბონში ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ქეთევან დედოფლის წამების პანოა, რაც აუცილებლად სანახავია. ასევე, უნდა ნახოთ ქრისტეს ქანდაკება. როგორც ვიცი, მისი ასლი შემდგომ ბრაზილიაში გააკეთეს.
ლისაბონიდან პორტოში 20 ევროდ ავტობუსით წავედი, მაგრამ ყველას ვურჩევ წინასწარ გათვალონ და თვითმფრინავის ბილეთები დაჯავშნონ. ფრენა ღირს 15 ევრო, ეს ბევრად უფრო კომფორტულია და ავტობუსისგან განსხვავებით, დანიშნულების ადგილზე 1 საათში ჩადიხარ.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
პორტომ ყველზე მეტად აუთლეტით გამაკვირვა. არსად მინახავს მატარებლის სადგური იყოს Fashion აუთლეტი. აქ მოხვედრა მეტროთი შეგიძლიათ. ესაა უზარმაზარი აუთლეტი, სადაც თითქმის ყველა ცნობილი ბრენდის მაღაზიაა - არმანი, რალფ ლაურენი, ნიუ ბალანსი, ნაიკი და ა.შ. ძალიან ხშირადაა დიდი ფასდაკლებებიც, მე ისეთ დროს მომიწია ვიზიტი, როცა 80%-იანი ფასდაკლება იყო.
133 ევროიანი ნიუ ბალანსის ბოტასები 50 ევროდ ვიყიდე. ქალის სამოსი კიდევ უფრო იაფად იყო. ინფორმაცია ფასდაკლებების შესახებ შეგიძლიათ, პორტოს fashion outlet-ის საიტზეც ნახოთ.
რაც შეეხება პორტოს ოკეანეას, ის ძალიან ცივია და ბანაობა გამორიცხულია, თუმცა არის საოცარი სანაპიროები. ის ჩემთვის #1 ქალაქია სამხრეთ ევროპაში. გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ სანდემანის ვენახებიც.
როგორ წავიდეთ პარიზში 10 ევროდ და სხვა გამოსადეგი რჩევები ქართველი მოგზაურისგან, რომელიც 30 ქვეყანაშია ნამყოფი