სოსისი და ძეხვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. დღეისათვის ამ პროდუქტის უამრავი სახეობა არსებობს.
ალბათ, ყველა ადამიანს აქვს ხორცპროდუქტის ფავორიტი სახეობა, რომელიც განსაკუთრებით უყვარს.
იცოდით, რომ ძეხვის მუზეუმიც არსებობს? ის ერთ-ერთია მსოფლიოს უნიკალური მუზეუმებიდან და რაღა თქმა უნდა, ძეხვის სამშობლოში - გერმანიაში მდებარეობს.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
Deutsche Bratwurst museum - ასე ჟღერს მისი სახელწოდება. მუზეუმი ყველაზე პოპულარულ ნაციონალურ კერძს - ტრადიციულ გერმანულ ძეხვს ეძღვნება. მუზეუმი ვაშენბურგის მუნიციპალიტეტში - ჰოლცჰაუზენის დასახლებაში მდებარეობს.
ისტორია
ძეხვის მუზეუმი 2006 წლის 28 მაისს გაიხსნა. მუზეუმის ექსპოზიცია გერმანული ძეხვეულის დამზადების ტრადიციის გაჩენას გვიამბობს.
მუზეუმის კოლექციაში არის მოწყობილობები სხვადასხვა ეპოქიდან, რომლებიც ძეხვეულის დამზადებისას გამოიყენებოდა.
მუზეუმში ასევე ინახება დოკუმენტები და რეცეპტები. ყველაზე ძველი დოკუმენტი, სადაც გერმანული ძეხვებია ნახსენები - 1404 წლით თარიღდება.
ტურისტებისთვის ძეხვის მუზეუმში სპეციალური თეატრალური წარმოდგენები იმართება. ისინი პოპულარული დელიკატესის მოხმარების კომიკურ სიუჟეტებზეა აგებული.
მუზეუმში ასევე შესაძლებელია გერმანული ძეხვების დეგუსტაცია. მათთან ერთად, მნახველებს შეუძლიათ მიირთვან სასმელი, დესერტები და ნაყინი.
საშუალოდ, წელიწადში გერმანელები გერმანიაში ძეხვებზე დაახლოებით 100 მილიონ ევროს ხარჯავენ. საშუალოსტატისტიკური გერმანელი წელიწადში 84 შებრაწულ სოსისს და სარდელს მიირთმევს.
დღეისათვის გერმანიაში 1500-ზე მეტი სახეობის ძეხვეული არსებობს. ყველაზე მცირე ზომის ვიტრინა გერმანელებს მინიმუმ 40-60 სახის სორტის ძეხვსა და სოსისს სთავაზობს.
მართალია, საქართველოში ძეხვის და სოსისის მუზეუმი არ გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ, შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რომ ხორცპროდუქტების მსხვილი მწარმოებელი კომპანია გვაქვს. „ნიკორა“ საქართველოს ბაზარზე 20 წელია არსებობს და მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ძეხვსა და სოსისს სთავაზობს.
“ნიკორას“ ექსპონატები კი ასე გამოიყურება: