პარიზის სამარხები - 9 შემზარავი ფაქტი კატაკომბებზე (ფოტო/ვიდეო) - Marao

პარიზის სამარხები - 9 შემზარავი ფაქტი კატაკომბებზე (ფოტო/ვიდეო)

2020-11-17 17:39:46+04:00

ამბობენ, სასაფლაო ერთადერთი ადგილია, სადაც თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარა ბავშვის დანახვამ შეიძლება თმები ყალყზე დაგიყენოს და გული ლამის საგულედან ამოგაცალოსო. სამარხები მისტიკურობითა და იდუმალებითაა სავსე და ეს იმდენად ძლიერად მოქმედებს ადამიანზე, შეიძლება მსოფლიოში ყველაზე რომანტიკულ ქალაქს, სიყვარულის პარიზს ჩვეული ელფერი წაართვას.

საქმე ისაა, რომ ბევრმა პარიზის საიდუმლო არ იცის და არც იმ კატაკომბების შესახებ სმენია რამე, რომლებიც მთელი ქალაქის ქვეშ იმალება.

მაშ ასე, გთავაზობთ 9 უჩვეულო ფაქტს პარიზის კატაკომბების შესახებ.

1. ადგილი, რომელიც 6 ათასზე მეტ გარდაცვლილს იტევს

მე-18 საუკუნეში პარიზში დაავადებები სწრაფად ვრცელდებოდა. იღუპებოდა იმდენად ბევრი ადამიანი, რომ მათთვის სასაფლაოს ადგილებიც პრობლემად იქცა. ერთხელაც მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს, სხეულის გახრწნილი ნაწილები მიწიდან ამოეღოთ და ადგილი სხვებისთვის გაეთავისუფლებინათ. 1780-1814 წლებში ამ გზით 6 000-ზე მეტ გვამს სხვა ადგილი მოუძებნეს...

2. ტურისტები გვამებს შორის

სხეულის ნაწილები 320-კილომეტრიან გვირაბში მიმოფანტეს. უმრავლესობა დალუქულ ადგილებშია გამოკეტილი. კატაკომბების დათვალიერება გვირაბითაა შესაძლებელი. რა გასაკვირია, რომ აქ ტურები ხშირად ტარდება.

3. საცურაო ხვრელი მიწისქვეშა სასაფლაოზე

დიახ, ვისაც გასართობი ადგილები არ ჰყოფნის, სწორედ აქ ეძლევა ნეტარებას. მათ ხომ წარმოდგენაც არ აქვთ, რა ხდება მიწის ქვემოთ...

4. უცნობი ჯგუფების კინოთეატრი

2004 წელს წვრთნებზე გამოსულმა პოლიციელებმა კატაკომბების გვირაბში უნივერსალურად აღჭურვილი კინოთეატრი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ადგილი ფარული მოსმენებისა და საზოგადოებაზე დაკვირვების მიზნით იყო შექმნილი, თუმცა დანამდვილებით არავინ არაფერი იცის. პოლიციელებმა სცენაზე დატოვებული წარწერაც შეამჩნიეს:  „არც ეცადოთ ჩვენ მოძებნას“.

5. კატაფილების თავშეყრის ადგილი

კატაფილები ურბანული მაძიებლები არიან, რომლებიც საკუთარი სიამოვნებისა და თავგადასავლებისთვის მსოფლიოს გარშემო საინტერესო, იდუმალ ადგილებს ეძებენ და რუკებს ქმნიან. მათი „საყვარელი ადგილი“ სწორედ ეს გვირაბია.

6. „ღვინის ქურდები“

გახრწნილი ძვლების გარდა, კატაკომბები თურმე, 300 ბოთლ იშვიათი ჯიშის ყურძნისგან დამზადებულ ღვინოსაც ინახავდა. ეს ფრანგი ქურდების ბანდამ შემთხვევით აღმოაჩინა. ღვინის საერთო ღირებულება 250 000 ევროა.

7. ძვლებისგან შექმნილი დეკორატიული გამოსახულება

გარდაცვლილთა ძვლები როცა გადაიტანეს, ყველა ერთად მოათავსეს. შემდეგ მუშებმა ორგანოების მიხედვით „დაახარისხეს“ და როგორც ჩანს, კარგადაც გაერთნენ. ყველაზე ცნობილი დეკორატიული გამოსახულება ბარელის სახელითაა ცნობილი და ცილინდრული ფორმისაა.

8. სოკოს ბიზნესი კატაკომბებზე

მე-19 საუკუნეში პარიზელმა ფერმერმა მონსინიორ ჩამბერიმ კატაკომბებზე გაჩენილი სოკოს მოხმარება დაიწყო. ამის შესახებ ხმა მალე დაირხა და მას მთელი პარიზი შეუერთდა.

9. კატაკომბები, როგორც თავშესაფარი

ამ მიწისქვეშა ადგილს რომ მეორე მსოფლიო ომის დროს თავშესაფრის ფუნქცია ჰქონდა, გასაკვირი არაა. შემორჩენილი წარწერები მეტყველებს იმაზეც, რომ ფრანგები სწორედ აქ ადგენდნენ გერმანელებთან ბრძოლის გეგმას.

წყარო:  listverse.com