ფოტოაპარატით ხელში, ზურგჩანთაში: კონსერვებით, რეზინის ხელთათმანებით, ორი ფარნით, სათადარიგო ელემენტებით, მზა პროდუქტებითა და აუცილებელი პირადი ნივთებით მომარაგებულ მოგზაურებზე გსმენიათ რამე?
იცოდით, რომ მათ ურბანული მკვლევარები ჰქვიათ? მიტოვებულ, საშიშ ადგილებში დაეხეტებიან, რათა თქვენამდე მოიტანონ მათი ისტორია? დღეს ჩვენი რესპონდენტი ერთ-ერთი მათგანია, ალექსი GEOSTALK-ი. ის მოგზაურობს საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ნამყოფია ჩერნობილში, ცოტა ხნის წინ იყო უკრაინასა და ბელორუსში. ალექსმა წყალტუბოში მოგზაურობის შემდეგ იქაურობას მიტოვებული სამოთხე უწოდა...
არსებობს გუნდი, რომელთან ერთადაც დადიხართ თუ სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამგზავრი გყავთ?
- გარკვეული გუნდი ვართ, თუმცა მცირე ცვლილებები ყოველთვის გვაქვს, ვიღაც მიდის, ვიღაც მოდის. ვეცნობით და ვპოულობთ ერთმანეთს, ხშირად ინტერნეტში, ფორუმებზე ან რამე თემატურ შეკრებებზე. ამჟამად სამნი ვართ.
- მოგეხსენებათ, მიტოვებულ ადგილებში სიარული ბავშვობიდან მომწონდა. წყალტუბო უზარმაზარი ტერიტორიაა, სადაც უამრავი, ძალიან ლამაზი მიტოვებული შენობაა. როგორც ფოტოგრაფს, ძალიან მინდოდა ამ ყველაფრის გადაღება. გადავიღე სანატორიუმები, ძველი აბაზანები, მიტოვებული ფოტოატელიე, ფოსტა... არქიტექტურულად ძალიან უჩვეულო შენობებია, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეპოქიდან. თითოეული შენობა განსხვავებულია, არ არსებობს ასლი... არქიტექტორები ძირითადად ქართველები იყვნენ. ისტორიულად, წყალტუბო იყო ბალნეოლოგიური კურორტი, სადაც უამრავი დაავადება ინკურნებოდა. საბჭოთა პერიოდში ეგ იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ძვირად ღირებული კურორტი. 90-იანებში, აფხაზეთის ომის შემდეგ ჩასახლდნენ დევნილები და დღემდე სანატორიუმებში ცხოვრობენ. ვეცადე, ყველაფერი რაც შეიძლებოდა ლამაზად და მისტიკურად გადამეღო... წყალტუბოში ჩემი მოგზაურობა ორი-სამი დღე გაგრძელდა. სულ სამჯერ ვიყავი. წყალტუბოს დაკარგული სამოთხე დავარქვი...
- მხოლოდ სანატორიუმებში, დევნილები ცხოვრობდნენ შენობების ნაწილში. მომიყვნენ იმ სანატორიუმზე, რომლებშიც შესახლებულები იყნენ. გაიხსენეს ის დრო, როცა შესახლდნენ; მომიყვნენ თავიანთი ოჯახის ისტორიები.
სანატორიუმი "აია" ყველაზე ბოლოს აშენდა. იქ შესასვლელშივე დაგვხვდა ერთი ქალბატონი, რომლის სახელიც არ მახსოვს... მოგვიყვა, რომ მშენებლობა დამთავრებულიც არ იყო, როცა შესახლდნენ სანატორიუმში. მათი შესახლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დამთავრებულა მშენებლობა. აგვიღწერა, როგორ გამოიყურებოდა შენობა, გვიამბო ლამაზ ხალიჩებზე, მოპირკეთებული იატაკებზე... თუმცა, 90-იან წლებში ყველაფერი, რაც ლამაზ ინტერიერს ქმნიდა, ჯართში ჩაუბრებიათ, ლიფტების კონსტრუქციები დაუზიანებიათ და კაბინებიც ჯართში ჩაუბარებიათ...
დღესდღეობით ეს შენობები ავარიულ მდგომარეობაშია...
- პატარა ბავშვივით მიხარია და მინდა, რაც შეიძლება მალე დავათვალიერო... ყოველთვის ვცდილობ, წარმოვიდგინო, როგორი იყო ეს მიტოვებული ობიექტი წარსულში.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>