რესტორნები საუკეთესო ხედებით - სანტორინი, კაპლანდი, პარიზი, ჩიკაგო და თბილისი

რესტორნები საუკეთესო ხედებით - სანტორინი, კაპლანდი, პარიზი, ჩიკაგო და თბილისი
დღეს რესტორანში მხოლოდ კერძებისთვის აღარავინ მიდის. მდებარეობა, ინტერიერი, მუსიკა, მომსახურება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ კრიტერიუმებისა, რომლის მიხედვითაც ადამიანები რესტორნებს არჩევენ. სასიამოვნო გარემოს შექმნაში დიდ როლს თამაშობს ხედებიც. რესტორანი მეტად მომხიბვლელია, როცა მას ვერანდა ან ვიტრაჟებით შექმნილი ღია სივრცე აქვს ლამაზი ხედით. რაც უნდა ლამაზი იყოს ინტერიერი, ხედის ფონზე საქმიან, პირად თუ რომატიკულ ვახშამს არაფერი ჯობს.

ამჯერად წარმოგიდგენთ რესტორნებს, რომლებსაც საუკეთესო ხედები აქვს:


LYCABETTUS, სანტორინი, საბერძნეთი


Lycabettus ტურიზმის ექსპერტებისა და თავად მოგზაურების რჩეული რესტორანია, რომელსაც
გასაოცარი ხედი აქვს ხმელთაშუა ზღვაზე. რესტორანი Andronis Suites Hotel-ში მდებარეობს. ის სანტორინის მომაჯადოებელი ვულკანური კლდეების მწვერვალზე, კლდის უკიდურეს ნაპირზეა განთავსებული და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. განსაკუთრებულია სამზარეულოც. ის ხმელთაშუაზღვისპირეთის ტრადიციული სამზარეულოსა და თანამედროვე კერძების საინტერესო კომბინაციას წარმოადგენს.

DELAIRE GRAFF RESTAURANT, სამხრეთი აფრიკა, აფრიკა


რესტორანი DELAIRE GRAFF RESTAURANT სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, თავისი შეფ-მზარეულით, მაიკლ დეგითა და მისი უნიკალური კერძებითაც არის ცნობილი. რესტორანი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ პროვინციაში, დასავლეთ კაპლანდში, საოცარ გარემოში მდებარეობს. რესტორნიდან იშლება თვალუწვდენელი ჰორიზონტი აფრიკის საოცარი მთებითა და მინდვრებით. ამინდის შესაბამისად, სტუმრებს სუნთქვისშემკვრელი ხედებით ტკბობა როგორც ვიტრაჟებიანი, ისე ღია ტერასიდან შეუძლიათ.

LE JULES VERNE, პარიზი, საფრანგეთი


რესტორანი ეიფელის კოშკში, 125 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ვიტრაჟული ფანჯრებიდან ქალაქის საოცარი ხედი მოჩანს. ღამით კი განათებული ქალაქის ხედი რესტორანსა და მის ხედს განსაკუთრებულ ელფერს მატებს. მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ალიან დუკასი და მისი გუნდი ტრადიციული ფრანგული კერძებისა და თანამედროვე სამზარეულოს კომბინაციის საუკეთესო რეცეპტებს ქმნიან. რესტორანში მხოლოდ ფრანგული ღვინის დალევაა შესაძლებელი.

SIGNATURE ROOM, ჩიკაგო, აშშ


რესტორანი 95-ე სართულზე მდებარეობს. ცათამბჯენიდან საოცარი, 360-გრადუსიანი ხედები იშლება ქალაქზე, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია ღამით. აქედანვე მოჩანს მიჩიგანის ტბაც. საინტერესოა რესტორნის ინტერიერიც, რომელშიც ხის მასალები ჭარბობს. საერთო ჯამში, გარემო მეტად საინტერესო და ინტიმურია. შესაბამისად, SIGNATURE ROOM საუკეთესო ადგილია რომანტიკული ვახშმებისთვის.

Xeme, თბილისი, საქართველო


განსაკუთრებული ხედის ფონზე ვახშმობის მოყვარულებისთვის ასეთი რესტორანი თბილისშიც არსებობს. ეს ბარ-რესტორანი „ზიმია“, რომელიც სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ 30-31-ე სართულებზე მდებარეობს და განსაკუთრებული, 360-გრადუსიანი პანორამული ხედები აქვს. „ზიმიდან“ საოცარი ხედები იშლება ქალაქის როგორც ძველ, ისე ახალ ნაწილზე. ”ზიმი” ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბარი მდებარეობს სასტუმროს 30-ე სართულზე და სტუმრებს ალკოჰოლური სასმელებისა და საკვების განსაკუთრებულ არჩევანს სთავაზობს. ყოველ ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს ბარში ცოცხალი მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. რაც შეეხება რესტორანს, ის ბარის ზემოთ, 31-ე სართულზე მდებარეობს. ბარიდან ასვლა მინის გამჭვირვალე ლიფტით ან დარბაზში განთავსებული დახვეული კიბითაა შესაძლებელი. რესტორანი საუკეთესო ადგილია რომანტიკული შეხვედრებისა და ბიზნესსადილებისთვის, დაბადების დღისა თუ საქორწილო წვეულებისთვის.

ბარ-რესტორანი 12 საათიდან ღიაა. შესაბამისად, სტუმრობა, ხედებით ტკბობა და გემრიელი კერძების დაგემოვნება დღის საათებშიც შესაძლებელია.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93