ევროპის ცნობილი შენობები, რომლებიც თოვლში უფრო ლამაზია (ფოტო)

ევროპის ცნობილი შენობები, რომლებიც თოვლში უფრო ლამაზია (ფოტო)
ევროპაში მოგზაურობა წელიწადის ნებისმიერ დროს თავგადასავალია. ზამთარში მოგზაურობას მაინც თავისი ხიბლი აქვს. არის ქალაქები, რომლებიც ამ პერიოდში დაუვიწყარი სანახავია. თანაც, ამ პერიოდში ტურისტული სეზონი თითქმის არაა და რიგში დგომაც არ მოგიწევთ. ასეც რომ არ იყოს, ამ ადგილების თოვლში მონახულება გაყინვად ღირს.

წითელი მოედანი

როგორც ცნობილია, რუსეთში მკაცრი ზამთარი იცის. აქ, ევროპასთან შედარებით, ჰაერის ტემპერატურა დაბალია. მიუხედავად ამისა, წითელ მოედანზე სეირნობას არაფერი სჯობს. ის მოსკოვში მდებარეობს და ქვეყნის ცენტრალურ მოედნად ითვლება. დათოვლილი ფერადი შენობების თვალიერება ზღაპრულ
სამყაროში გამოგზაურებთ.

ბიგ ბენი

არ ვიცით, მერი პოპინსი თუ შეძლებდა ჩასვლას ასეთ თოვლში ლონდონამდე, თუმცა უდავოდ შთამბეჭდავი სანახავი იქნებოდა გაერთიანებული სამეფოს თეთრი ფანტელებით დაფარული ყველაზე ცნობილი შენობა. ზამთარში, როდესაც გაყინავს, შესაძლებლობა გეძლევათ, აღმოჩნდეთ თეთრი საბნით დაფარულ გარემოში, რომელიც ასე აღაფრთოვანებს ბავშვებს.

რომის კოლიზეუმი

თოვლით დაფარული რომის კოლიზეუმის მონახულება არის ნამდვილი ზეიმი, რადგან იტალიის დედაქალაქი არ ხასიათდება უხვი ნალექით. ამიტომაა მისი თოვლში ნახვა ასეთი განსაკუთრებული. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ინტენსიურად ითოვა სამჯერ ან ოთხჯერ. ერთ-ერთი მათგანი გასული წლის თებერვალში იყო.

კარლოსის ხიდი პრაღაში

ზამთარში დაბალი ტემპერატურის გამო ჩეხეთის დედაქალაქში სტუმრობას დიდი სიმამაცე სჭირდება, მაგრამ უდავოდ ღირს. წელიწადის ამ დროს ქალაქი ჯადოსნურად კაშკაშებს. მის დიდებულებაში გადათეთრებული კარლოსის ხიდი დაგვაჯერებს. თუ გაბედავთ და მას ღამით გადაივლით, ამაში კიდევ უფრო დარწმუნდებით.

სოფიას კათედრალური ეკლესია

ბულგარეთის დედაქალაქი ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მიუხედავად ამისა, არ აქვს ისეთივე ისტორიული ცენტრი, როგორც ევროპის უმრავლეს დედაქალაქებს. ზამთარში, როცა თოვა და მშრალი ყინვა იცის, აუცილებლად მოინახულეთ ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი, თეთრად დაფარული ძალიან ფოტოგენურად გამოიყურება.

სეგოვიის აკვედუკი

გასაკვირი არაა, რომ სეგოვიელებს მრავალჯერ უწევთ თოვლით დაფარული აკვედუკის ხილვა გრძელი ზამთრის განმავლობაში. მისი დაბალი ტემპერატურის და ადგილმდებარეობის გამო (სიერა-დე-გვადარამა) ის თითქმის მთელი ზამთრის განმავლობაში თეთრ ქალაქად გადაიქცევა. არიან ისეთებიც, რომლებიც ამ სიტუაციას იუმორით უყურებენ და მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ სრიალით.

გვანცა ახვერდაშვილი

წყარო: hola.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30