გაზაფხულამდე სულ რაღაც 15 დღე დარჩა და სანამ გარდერობს განვაახლებთ, დროა, საგაზაფხულო გეგმები ჩამოვწეროთ.
სიის თავში სამოგზაუროდ წასვლის დაწერას თუ არ აპირებთ, მერწმუნეთ, ბევრ თავგადასავალს კარგავთ. უცხო ქვეყანა ახალი ენერგიით, სიახლეებითა და პოზიტიური ემოციებით გტვირთავთ. მოგზაურობის დაგეგმვამდე მთავარი პრობლემა ფინანსებია, თუმცა, მთავარია, სწორად გაწეროთ ხარჯები და გაითვალისწინოთ marao.ge-ს რჩევები.
ამჯერად გამოცდილი მოგზაურების რეკომენდაციით გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც მარტში მოგზაურობას ყველაზე იაფად შეძლებთ:
1. უნგრეთი
ბუდაპეშტს ევროპის დედაქალაქების სიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს. აქ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ნებისმიერი ინტერესების მქონე ადამიანი შეძლებს. ბუდაპეშტი იტევს ყველაფერს - გეოთერმული წყლებით დაწყებული, დამთავრებული ბუდას სასახლით. გაგაოცებთ ნეო-გოთიკური სტილის შენობა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
2. ლიეტუვა (ლიტვა)
ახლა იქ ძალიან ცივა, თუმცა მაინც მზადაა, დრო იაფად და საინტერესოდ გაგატარებინოთ. აქ სანახაობებს შორის თქვენს ყურადღებას ჯვრების მთა, ბალსის ტბა, გედიმინას კოშკი მიიქცევს.
3. პოლონეთი
ვარშავის გარეუბნებიც კი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. არანაკლებ გაგაოცებთ მთელ ქალაქში საველოსიპედო ბილიკები. როგორც ამბობენ, აქ სასტუმროები საკმაოდ იაფია.
4. კვიპროსი
ერთმანეთის გვერდით აშენებული მონასტრებითა და მეჩეთებით გაგაოცებთ ლარნაკა. გულგრილად ვერც ცამდე აზიდულ ციხე-სიმაგრეებს და ვერც სანაპიროებს ჩაუვლით.
5. ჩეხეთი
პრაღა იტევს ყველაფერს - ეიფელს კოშკის ზუსტ ასლს, 520 მეტრი სიგრძის კარლოვის ხიდს საოცარი ისტორიითა და კიდევ უფრო ამაღელვებელი ქანდაკებებით, ლეგო მუზეუმს, მოცეკვავე შენობას. მოკლედ, ეს ოცნების ქალაქი ამ სეზონზე აუცილებლად უნდა ნახოთ.