თვითმკვლელთა ტყე იაპონიაში (ფოტო)

თვითმკვლელთა ტყე იაპონიაში (ფოტო)
აოკიგახარას (ძუკაი) მოჩვენებების ტყესაც ეძახიან და ხეების ზღვასაც. აოკიგახარა გოთიკური ზღაპრის დეკორაციას ჰგავს. გარშემო სამარისებური სიმშვიდეა. ეს ადგილი ორი მიზეზით გახდა პოპულარული. პირველი ფუძიზე (იაპონიის პოპულარული მთა) ულამაზესი ხედი იშლება და მეორე - თვითმკვლელთა საყვარელი ადგილია.
აოკიგახარა 1950 წლიდან პლანეტის ერთ-ერთ საშიშ ადგილად ითვლება. დღემდე იქ 500-ზე მეტმა ადამიანმა მოიკლა თავი. 2002 წელს მხოლოდ 78 გვამს მიაგნეს. თვითმკვლელთა ტყის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც რომანი "ხეების შავი ზღვა" გამოქვეყნდა, სადაც პერსონაჟები თვითმკვლელობისთვის მიდიოდნენ. სხვა ვერსიით, თვითმკვლელთა ისტორია შუა საუკუნეებიდან იწყება,
როცა ოჯახის მამამ შვილებისა და ნათესავების გამოკვება ვერ შეძლო და ტყეში თავი მოიკლა. ამბობენ, რომ ტყეში მოჩვენებები და დემონები ბინადრობენ.


ტყე სამ ჰექტარზეა გადაჭიმული. ტყის სიღრმეში ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. იქიდან დამოუკიდებლად გზის გამოგნება საკმაოდ რთულია. თითქოს, ვინც ტყეში შევიდა, იქიდან ცოცხალი აღარ უნდა დაბრუნდეს. ბილიკების მოძებნაც კი საკმაოდ რთულია, ყველაზე მაღალი ხის კენწეროზეც რომ აღმოჩნდეთ.


სტატისტიკის თანახმად, ტყეში თავს ყველაზე ხშირად ოფისებში მომუშავე მამაკაცები იკლავენ. მიზეზი ისაა, რომ იაპონელები ბევრს მუშაობენ და ნერვები ღალატობთ ან მატერიალური კრიზისი.


თვითმკვლელთა ტყის პოპულარობა მას შემდეგაც გაიზარდა, როცა რომანი "შავი ძუკაი" გამოქვეყნდა. იქ დაწვრილებითაა აღწერილი,როგორ უნდა მიხვიდეთ ტყემდე, რა გჭირდებათ თავის მოსაკლავად...


იაპონიის მთავრობა ცდილობს, ადამიანებს თავის მოკვლა გადააფიქრებინოს. ხეებზე მიმაგრებულია სათვალთვალო კამერები და აბრები წარწერით: "დაფიქრდი".


ტყეში დადიან გიდები, რომელთა მიზანია თვითმკვლელის ტურისტისგან გარჩევა. თუ გიდმა თვითმკვლელს ვერ გადააფიქრებინა თავის მოკვლა. იგი პოლიციას, ფსიქოლოგს ურეკავს. თუმცა, პოლიცია ყოველ კვირას ახალ-ახალ გვამს მაინც პოულობს.




სხვათა შორის, იაპონიის თვითმკვლელთა ტყე პოპულარობით მეორე ადგილზეა. თვითმკვლელთა საყვარელი ადგილი ამერიკაში, სან-ფრანცისკოს ღირსშესანიშნაობა - "ოქროს კარიბჭეა".

წყარო: interest-planet
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31