ადამიანი ხშირად იმისკენ იწევს, რაც მისთვის დაფარული, აკრძალულია. დღეს მოგიმზადეთ პლანეტის ყველაზე უჩველო ადგილები, სადაც ადამიანს შესვლა ეკრძალება.
1. გველების კუნძული

ატლანტიკის ოკეანეში, ბრაზილიის სანაპიროსთან მდებარეობს. ცნობილია შხამიანი გველებით. მათ გამრავლებას ხელი რომ არ შეუშალონ, კუნძული ჩაკეტილი გახდა.
2. მარცვლეულის მსოფლიო სათავსი

ნორვეგაში მდებარე უზარმაზარ ბუნკერში (მისი სიღრმე 140 მეტრს შეადგენს) მარცვლეული კულტურის მილიონობით სახეობა ინახება. ბუნკერი სპეციალურად შეიქმნა. თითოეულ ქვეყანას თავისი კუთხე აქვს.
3. ცინ ჰაუნის სამარხი

არქეოლოგებმა ის 1974 წელს აღმოაჩინეს. მაგრამ აქტივისტებმა მისი ბოლომდე გამოკვლევის უფლება არ მისცეს. იმ მოტივით, რომ გათხრების დროს მეცნიერებისა და ისტორიის ნიმუშები შეიძლება დაზიანდეს.
4. სურტსეის კუნძული

წყალქვეშა ვულკანების შედეგად წარმოქმნილი კუნძული ისლანდიის მახლობლად მდებარეობს. მასზე ცხოვრება ისე ვითარდება, როგორც ოდესღაც ჩვენს პლანეტაზე და მეცნიერებმა იქ ადამიანების შეშვება აკრძალეს, თავად კი პროცესებს აკვირდებიან.
5. ზონა 51

2013 წლამდე ამერიკის მთავრობა უარყოფდა ხმებს, ზონა 51-ის შესახებ. დღეს მასზე თავისუფლად საურობენ. ის ლას-ვეგასიდან 135 კმ-ში მდებარეობს და ახალი იარაღების გამოცდის ადგილია. ამბობენ, რომ ეს ადგილი შემთხვევით არ აურჩევათ. ოდესღაც აქ ამერიკელმა სამხედროებმა უცხოპლანეტელების ხომალდი ჩამოაგდეს.
6. აბორიგენების კუნძული

ინდოეთის ოკეანეში მდებარე ეს კუნძული ინდოეთის მთავრობამ დახურულად გამოაცხადა. მათ დღემდე არ შეხებიათ ცივილიზაცია და დღესაც ისე ცხოვრობენ, როგორც მათი პაპები ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, ცუნამის შემდეგ მთავრობას სურდა, აბორიგენების დასახმარებლად პირველადი დახმარების ნივთები ვერტმფრენებით მიეწოდებინათ, მაგრამ მათ ისრები დაუშინეს.
7. ლასკოს გამოქვაბული

საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებულ გამოქვაბულში ნახატები 17 ათასი წლის წინ შექმნეს. დღემდე ლასკო ტურისტების საყვარელი ადგილი იყო, მაგრამ ადამიანის ამოსანთუქის გამო ნახატებმა გაქრობა დაიწყო. ამიტომ, ის ტურისტებისთვის დაიკეტა.
8. მორგანის კუნძული

საშიშ კუნძულზე 5 ათასზე მეტი მაიმუნი ბინადრობს. აქ ისინი ჰერპესით დაავადებულმა ადამიანებმა პუერტო-რიკოდან ჩაიყვანეს. დღეს ვირუსი ყოველ მეორე პრიმატს აქვს და ინფექციის გავრცელების თავიდან ასაციებლად კუნძული ადამიანებისთვის სამუდამოდ დაიკეტა.
9. ვატიკანის საიდუმლო არქივი

რომის პაპს მსოფლიოში უნიკალური ბიბლიოთეკა აქვს. ამბობენ, რომ ვატიკანის კედლის ერთი სტელაჟი სიგრძით 90 კილომეტია. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის დადასრტურების საშუალება მეცნიერებს არა აქვთ. არც იმის, თითქოს წიგნების უმეტესობას მსოფლიოს ოკულტური ლიტერატურა შეადგენს.
10. ნიიჰაუს კუნძული
1864 წლიდან კუნძული რობინსონების ოჯახს ეკუთვნის. იქ არავის უშვებენ. არ აქვთ არც მობილური არც ასფალტიანი გზა და შესაბამისად, არც მანქანები და მაღაზიები. ელექტროენერგიას მზის ელემენტებით იღებენ. ნათესავები, რომლებმაც კუნძული მიატოვეს, მხოლოდ მიწვევით შეიძლება უკან დაბრუნდნენ.
წყარო: tu-baginya.pw