10 მნიშვნელოვანი ნივთი, რომლებიც ზღვაზე უნდა წაიღოთ

10 მნიშვნელოვანი ნივთი, რომლებიც ზღვაზე უნდა წაიღოთ
სამოგზაუროდ გამგზავრება დიდი ბედნიერებაა, მაგრამ დავიწყებულმა ნივთებმა დასვენება რომ არ გაგიფერმკრთალოთ, ჩვენ მიერ შედგენილ სიას გადაავლეთ თვალი.

  1. ნამზეურის კრემი. ეს პირველია, რაც აუცილებლად გჭირდებათ. აირჩიეთ ძლიერი, რადგან ზღვაზე მზე უფრო ვერაგია, ვიდრე თქვენს ქალაქში. თუ კუნძულზე მიემგზავრებით, კიდევ ერთი დამატებითი კრემი იქ იყიდეთ.
  2. აფთიაქი. რა უნდა შედიოდეს მასში: აქტივირებული ნახშირი, საჭმლის მოსანელებელი აბები, იოდი, ბრილიანტის მწვანე, ბამბა, ბინტი, ლეიკოპლასტირი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. წაიღეთ დამამშვიდებელიც.
  3. ფოტო-ვიდეოტექნიკა. მობილური და სხვადასხვა გაჯეტი და მათი დამტენები.
  4. დოკუმენტები და პასპორტი.
    აგრეთვე, მატარებლის, თვითმფრინავის, ავტობუსის ბილეთები. სასტუმროს ჯავშანი, ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანის უფლება, საბანკო ბარათები და ფული.  მცირე თანხა მცირე კუპიურებით გქონდეთ, იქნებ წყლის ყიდვა დაგჭირდეთ ან ბუტერბროდის; შეიძლება ტაქსის ხურდა არ აღმოაჩნდეს.
  5. თავსაბურავი (პანამა, კეპი) და მზისგან დამცავი სათვალე.
  6. ორი საცურაო კოსტიუმი. სანამ ერთი გაშრება, მეორეს ჩაიცვამთ.
  7. თბილი მოსაცმელი. ყველაზე ცხელ კურორტზეც კი შეიძლება საღამოს აგრილდეს.
  8. გამოსასვლელი კაბა. ღრმა და ყრუ ადგილზეც რომ მიდიოდეთ დასასვენებლად, ერთი გამოსასვლელი კაბა აუცილებად უნდა გქონდეთ თან. რა იცით რა ხდება, იქნებ რომანტიკულ პაემანზე გეპატიჟებათ ოცნების პრინცი?..
  9. წაიღეთ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი: "შლოპანცი", კედი, სანდლები და ა.შ.
  10. ჰიგიენის ნივთები: სველი ხელსახოცები, შხაპის გელი და შამპუნი, სავარცხელი და მინიმალური კოსმეტიკის ნივთები.

წყარო: goodhouse
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
Warning: Division by zero in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 553 Warning: Division by zero in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 556 Warning: imagecreatetruecolor(): Invalid image dimensions in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 419 Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_width in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420 Notice: Undefined property: wsImage::$dst_img_height in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420 Warning: imagecopyresampled() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/html/libraries/wslib/media/image.php on line 420
არქივის კალენდარი
e87a93