საგრაფოს ნანგრევები: 7 სასახლე და ციხე-კოშკი, რომლებიც ცნობილ ფილმებში გადაიღეს

საგრაფოს ნანგრევები: 7 სასახლე და ციხე-კოშკი, რომლებიც ცნობილ ფილმებში გადაიღეს
თუ კინომოყვარული ხართ და არქიტექტურაც გიზიდავთ, შვებულების დროს შეგიძლიათ ის ადგილები მოინახულოთ, სადაც თქვენი საყვარელი ფილმები გადაიღეს.


ჰეტფილდ ჰაუსი

"ორლანდო", "ლარა კროფტი", "შეყვარებული შექსპირი", "მეფე ლაპარაკობს", "მისტერ ფრანკენშტეინი" და სხვა უამრავი ფილმი ლობერის მარკიზებისა და გრაფების მამულში გადაიღეს. სასახლის მშენებლობა 1497 წელს დაიწყეს. საბოლოო იერი XVII საუკუნეში მიიღო. სასახლე აგრეთვე ცნობილი უძველესი პარკით ბრიტანეთში.

ალნიკის ციხესიმაგრე

ლეგენდარული მეფე არტურის დროსაა აგებული. ნორტუმბერლენდის საგრაფოში, ინგლისში პატარა ციხესიმაგრე ჯერ კიდევ მეათე საუკუნეში ააგეს. იგი ხან შოტლანდიელების მფლობელობაში
იყო, ხან - ინგლისელების. XVIII საუკუნეში ნორტუმბერლენდის საგრაფოს მფლობელი ჰიუ სმიტსონი გახდა და ალნიკიც მეტად დაიხვეწა. რა თქმა უნდა, მშვენიერი ადგილი ფილმის დეკორაციისთვის იდეალური ადგილია. სწორედ აქ გადაიღეს "ჰარი პოტერი", "აივენგო" და "დაუნთაუნის სააბატო".

დანიტარის ციხესიმაგრე

კინემატოგრაფიის ისტორიაში პირველად ფრანკო ძეფირელის წყალობით შევიდა, რომელმაც აქ "ჰამლეტი" გადაიღო. თუმცა მას შემდეგ არაერთი ფილმის გადასაღები მოედანი გაიშალა დანიტარის ტერიტორიაზე. საინტერესო ისაა, რომ ციხესიმაგრე მეთორმეტე საუკუნიდანაა ცნობილი.

ჩატსოურთ ჰაუსი

ბაროკოს სტილი მეტად პოპულარულია ინგლისში და ამის ნათელი მაგალითია ჩატსოურთ ჰაუსი. იგი XVII საუკუნეში ააგეს. ჰერცოგ დევონშირელის რეზიდენცია იყო. მეოცე საუკუნეში მისმა მფლობელმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და სასახლე ტურისტებისთვის გაიხსნა. აქ გადაიღეს "ჰერცოგინია" და "სიამაყე და ცრურწმენა".

დრიმნას სასახლე

აქ გადაიღეს სერიალი "ტიუდორები". ირლანდიაში მდებარე სასახლეს მდიდარი ისტორია აქვს, ის მეცამეტე საუკუნიდან მოიხსენიება. მას ხან ირლანდიელები ისაკუთრებდნენ, ხან ინგლისელები. სხვათა შორის, სასახლე სამშვიდობო, სახელოვნებო მისიებისთვის აიგო. ახლა ფილმების გადასაღებად იყენებენ.

ვერსალის სამეფო რეზიდენცია

ევროპის ყველაზე მდიდრული მეფე ლუდოვიკო XIV, მეფე-მზე აქ ცხოვრობდა. ახლა ის ტურისტების საყვარელი ადგილია. ვერსალში იღებენ ფილმებსაც. სასახლეში იდეალურადაა შემონახული საუკუნეების წინანდელი ინტერიერი. აქ გადაიღეს სკანდალური ფილმი "მარკიზ დე სადი" და "მარია ანტუანეტა".

ბამბოროს ციხესიმაგრე

ადგილის შესახებ ინფორმაცია მეექვსე საუკუნით თარიღდება. ციხესიმაგრე სხვადასხვა დროს სხვადასხვა დამპყრობლის ხელში იყო და მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში მისი ერთპიროვნული მფლობელი უილიამ არმსტრონგი გახდა. რესტავრაციის შემდეგ იგი ტურისტებისთვისაც გაიხსნა. აქ გადაიღეს რამდენიმე ისტორიული ფილმი, მათ შორის: "მეფე არტური" და "რობინ ჰუდი".

წყარო: elle.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31