5 მიზეზი, რატომ უნდა დავისვენოთ საქართველოში და არა სხვაგან (+ფოტო)

5 მიზეზი, რატომ უნდა დავისვენოთ საქართველოში და არა სხვაგან (+ფოტო)
რატომ უნდა დავისვენოთ საქართველოში და რით გამოირჩევა ქვეყანა, რომელზეც ამდენი ადამიანი საუბრობს? სინამდვილეში ამაზე პასუხს ის დადებითი მაჩვენებლები გაგვცემს, რაზეც არაერთი ადამიანი საუბრობს და სინამდვილეს შეესაბამება. მაშ, გამოგვყევით. გავატაროთ ზაფხული სიყვარულით და მზით სავსე მხარეში.

1. საქართველოში მოსიყვარულე და სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ. განთქმულია ღირსშესანიშნაობებითა და უძველესი კულტურით, თუმცა, ვისაც თანამედროვე გარემო სურს, მათთვისაც იდეალურია. აქ შეგიძლია ხმაურიან ცხოვრებასაც მოსწყდე ცოტა ხნით, სრული განტვირთვისთვის ან ქალაქის შუაგულში, ენერგიული გარემოს ეპიცენტრში კლუბური მუსიკით დატკბე და თავისუფლად იცეკვო.




2.
საქართველო ხელოვანთა ქვეყანაა. ბევრი აქ სწორედ იმიტომ ჩამოდის, რომ იხილოს ჩვენი მშვენიერი გოგო-ბიჭების მიერ შესრულებული ცეკვა, მოისმინოს ქართული სიმღერები, იგრძნოს ქართული სული. ეს სწორედ ის ქვეყანაა, სადაც შეგიძლია განტვირთვის ადგილი იოლად მონახო და სულსაც საზრდო მისცე. ეს შეიძლება მოახერხო ოპერაში სტუმრობით, მუზეუმების დათვალიერებით, ან გნებავთ სულაც იმ ორიგინალურ კაფეებში ყოფნით, სადაც მიხვალ და თავი ჯადოსნურ ზღაპარში გგონია.



3. უგემრიელესი და ორიგინალური სამზარეულო - ეს სწორედ ის კომპონენტია, რაც ჩვენს ინდივიდუალობას კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავს. ხინკალი და ხაჭაპური სწორედ ჩვენი სავიზიტო ბარათია.



4. წარმოუდგენლად ლამაზია ყოველი კუთხე. მთავარია, შენ საით მიგიწევს გული, მთაში თუ ბარში. ერთხელ ჩამოსვლაც საკმარისია, რომ საოცარი ემოციებით დაიმუხტო და შემდეგ ვიზიტს მოუთმენლად ელოდე.



5.  მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
წლების მანძილზე არსებობდა კითხვა, რომელსაც ტურისტები ჩამოსვლამდე ფორუმებსა და სხვადასხვა საიტზე პოსტავდნენ: არის თუ არა უსაფრთხო ქვეყანა საქართველო?
ამ კითხვაზე კი დადებითი, ძლიერი არგუმენტებით გამყარებული პასუხი არსებობს, რომელიც დღემდე იგივეა.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31