"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" - სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ

"ჩვენი ფავორიტი ბახმაროა" -  სად აპირებენ წელს დასვენებას ცნობილი ქართველები, რომლებიც უცხოურ კურორტებს სამშობლოს ამჯობინებენ
დას­ვე­ნე­ბა წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე სა­სარ­გებ­ლოა, თუმ­ცა ზა­ფხუ­ლი სწო­რედ ის დროა, რო­მე­ლიც დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, ტუ­რის­ტე­ბის რი­ცხვი შემ­ცირ­დე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ახა­ლი კამ­პა­ნია „გა­ა­ტა­რე ზა­ფხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ წა­მო­ი­წყეს, რომ­ლის მი­ზა­ნიც, უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბაა, რომ­ლებ­მაც, თა­ვის მხრივ, რუსი ტუ­რის­ტე­ბი უნდა ჩა­ა­ნაც­ვლონ. სა­ქარ­თვე­ლო ლა­მა­ზი, ის­ტო­რი­უ­ლი, სამ­კურ­ნა­ლო წყლე­ბი­თა და ტა­ლა­ხით გა­ჯე­რე­ბუ­ლი კუ­რორ­ტე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. აქ ნე­ბის­მი­ერ სე­ზონ­ზე შე­გიძ­ლია და­ის­ვე­ნო. AMBEBI.GE ცნო­ბილ ქარ­თვე­ლებს ესა­უბ­რა, ვის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია.

ანუ­კი არე­ში­ძე, დი­ზა­ი­ნე­რი:

-06-28_i7I6YUS6YQNH21.jpg" border="0" width="552" height="374" />
- მე და კახა ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტებ­ზე ვის­ვე­ნებთ. როცა იტა­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ­დით, თა­ვი­სუ­ფალ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოვ­დი­ო­დით. ბავ­შვე­ბიც არ­და­დე­გე­ბის ნა­წილს სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში ატა­რე­ბენ. აჭა­რა­ში, ბორ­ჯომ­ში და ბახ­მა­რო­ში. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათ სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რონ უმე­ტე­სი დრო ზა­ფხულ­ში. ჩვე­ნი ფა­ვო­რი­ტი კუ­რორ­ტი არის ბახ­მა­რო, სა­დაც ივ­ლი­სის ბო­ლოს 3 კვი­რით მივ­დი­ვართ. სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბი, ცხე­ნე­ბით ჯი­რი­თი, ტყე­ში სე­ირ­ნო­ბა, სა­ღა­მოს კო­ცონ­ზე სი­მინ­დის შეწ­ვა და ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, ეს არის ის, რაც ჩემს შვი­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ. შე­მოდ­გო­მა­ზე, თუ სკო­ლა გვაძ­ლევს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას კა­ხეთ­ში ჩავ­დი­ვართ. ასე­ვე უყ­ვართ სამ­ტრე­დი­ა­ში წას­ვლა ბე­ბი­ას­თან და ბა­ბუ­ას­თან, სწო­რედ ეს არის ჩემ­თვის ის, რა­საც ბავ­შვო­ბის და­უ­ვი­წყა­რი დღე­ე­ბი ჰქვია. წელს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით ყაზ­ბეგ­ში, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი ბუ­ნე­ბით და მომ­სა­ხუ­რე­ბით.

- რა­ტომ არის, თქვე­ნი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი?


- სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი აქვს. პი­რა­დად ჩემ­თვის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჰა­ვით, ბუ­ნე­ბი­თა და ხალ­ხით, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს. სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეთ, ყველ­გან ისე ვგრძნობთ თავს, რო­გორც სა­კუ­თარ ოჯახ­ში. ხალ­ხი არის გან­სა­კუთ­რე­ბით ტკბი­ლი. მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს რაც შე­ე­ხე­ბა, ვფიქ­რობ, ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გან­ვი­თარ­და. ეს კონ­კუ­რენ­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წე­ლი­წად­ში 7 დღე იტა­ლი­ა­შიც დამ­ყავს ბავ­შვე­ბი, გული მა­ინც სა­ქარ­თვე­ლოს­კენ აქვთ. სა­ნამ მე­ო­თხე შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, და­გეგ­მი­ლი გვქონ­და შა­ტი­ლის, სვა­ნე­თი­სა და თუ­შე­თის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა შვი­ლებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ეს მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გა­დავ­დე. უამ­რა­ვი ლა­მა­ზი ად­გი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არ მაქვს ნა­ნა­ხი და ვა­პი­რებ მო­მა­ვა­ლი წლი­დან, ჩემს ბი­ჭებ­თან ერ­თად ვი­მოგ­ზა­უ­რო იმ ჯა­დოს­ნურ ად­გი­ლებ­ში, რომ­ლი­თაც ჩემი ქვე­ყა­ნა არის და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი.

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:


- ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­ვე­ნე­ბას ბევ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი აქვს, პირ­ვე­ლი არის ის, რომ ახ­ლოს ვარ ჩე­მებ­თან, სახ­ლთან და თუ კონ­ცერ­ტი მექ­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მიძ­ლია და­ვის­ვე­ნო და თან საქ­მეც გა­ვა­კე­თო. ბო­ლოს მხო­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად, რო­დის ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი აღარც მახ­სოვს. მას შემ­დეგ, რაც შვი­ლი მყავს, ზამ­თარ­ში და ზა­ფხულ­ში ბა­კუ­რი­ან­ში ვუშ­ვებ და­სას­ვე­ნებ­ლად. რად­გან ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ზა­ფხულ­ში სიგ­რი­ლეც არის. წელს უკვე იყო ბა­კუ­რი­ან­ში და ვფიქ­რობ შოვ­ში წა­ვიყ­ვან და ზღვა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93