სიკოკუ - იაპონიის ყველაზე პატარა კუნძულია. სწორედ აქ მოდიან ტურისტები, რათა უამრავი ღირსშესანიშნაობა დაათვალიერონ. თუმცა, არსებობს ისეთი ადგილებიც, სადაც ფეხი ჯერ არც ერთ ტურისტს არ დაუდგამს.
ერთ-ერთი ასეთი უსიცოცხლოთა სოფელია.
კუნძულზე რამდენიმე სოფელს რომ გაივლით, მერე ვიწრო გზა იწყება, აქ მხოლოდ მოპედით თუ შეძლებთ გავლას. სოფლის შესასვლელში სამი ადამიანი ზის. მათ რეზინის ჩექმა, უხეში ფერმერული სამოსი აცვიათ. ხელებს ხელთათმანები უფარავთ. თავს - ბეისბოლის ქუდები. ისინი თითქოს ადამიანურად გამოიყურებიან, მაგრამ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობათ.

ადამიანის სიმაღლის ფიგურები მთელ სოფელში დასახლებულან. მათ თეთრი ნაჭრის სახეები აქვთ, თვალების ნაცვლად - ღილები.
ერთი თოჯინა მიწას ამუშავებს, ხუთი ფიგურა ავტობუსის გაჩერებაზე დგას.

ეს სიკოკუს თოჯინების კუნძულია. თოჯინებს ცოლ-ქმარი იანო ცუკიმი და აიანო-სანი ქმნიან. მათ სახლთან სანამ მიხვალთ, სკოლის მოსწავლე გოგონას შეხვდებით, ელეგანტურად ჩაცმული მოხუცი ჯენტლმენი კი სიგარას აბოლებს.

იანო ცუკიმი პენსიაზე გასვლის შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და კაკასების გაკეთება დაიწყო. კაკასი - ასე ჰქვია იქაურ საფრთხობელას, რომელსაც ბაღსა და ბოსტანში ჩიტების დასაფრთხობად დგამენ. "რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, კუნძულზე მოხუცები უფრო და უფრო მეტად იხოცებდნენ. მათ პატივსაცემად კი მათი მსგავსი ფიგურებს დამზადება გადავწყვიტე". - ამბობს იანო ცუკიმი.

მეუღლეების სახლში სიდედრიც ცხოვრობს. შვილი მას ყოველდღე ესაუბრება. და ასე იკლავს დედის მონატრებით გამოწვეულ ტკივილს. სკოლა, რომელშიც ბავშვების არარსებობის გამო გაკვეთილები აღარ ტარდება, თოჯინებითაა სავსე.

სოფელში 27 ადამიანი და 200 კაკასი ცხოვრობს. კაკასების შემქნელი ასეთი ხერხით ცდილობს მიტოვებული სოფლის გამოცოცხელებას.



წყარო: bbc.com