გოგონა-მაუგლი, ტიპი დეგრე და აფრიკის ველური ცხოველები (+ ფოტო)

გოგონა-მაუგლი, ტიპი დეგრე და აფრიკის ველური ცხოველები (+ ფოტო)
ტიპი ოკანტი დეგრეს გოგონა-მაუგლი შეარქვეს რედაქციაში, როცა მისი მშობლების - სილვია რობერტისა და ალან დეგრის მიერ გადაღებული ფოტოები ნახეს. გოგონა ნამიბიაში დაიბადა და ბავშვობიდან ველური ცხოველებით იყო გარშემორტყმული. ფოტოებთან ერთად, სილვიამ და რობერტიმ კალაჰარის ველურ ბუნებასა და ცხოველებზე, დოკუმენტური ფილმების გადაღებაც დაიწყეს. მთავარ როლში კი ხშირად ჩნდებოდა მათი პატარა გოგონა ტიპი.


გოგონას სახელი ამერიკელი მსახიობის ტიპი ჰედრენის (ჰიჩკოკის "ჩიტები") პატივსაცემად დაარქვეს. მისი მეორე სახელი ოკანტი ნამიბისს ტომის ენაზე მანგუსტს ნიშნავს. გოგონა რომ წამოიზარდა, მშობლები ბოტსვანას ნაკრძალში
გაემგზავრნენ სამუშაოდ, სადაც პატარა ტიპი ველურ ბუნებაში იზრდებოდა.


ლამაზი ბუნებისა და ხედების საძიებლად სილვია და რობერტი ველურ ბუნებაში პატარა ბავშვთან ერთად გადაადგილდებოდნენ. გზაზე უამრავი საფრთხე ხვდებოდათ, მაგრამ არც არაფრის ეშინოდათ და შვილსაც შეაყვარეს ველური ბუნება და ცხოველები. ტიპი ცხოველებთან უფრო ადვილად პოულობდა საერთო ენას, ვიდრე შინ დაბრუნებული უბნის ბავშვებთან. ველური ბუნების კანონებში უფრო კარგად ერკვეოდა ვიდრე საგზაო წესებში.


საერთო ჯამში ველურ ბუნებაში ოჯახმა 10 წელი იცხოვრა. ტიპის უჩვეულო ბავშვობა ჰქონდა. ძმობას პატარა სპილო აბუ უწევდა.


საუკეთესო მეგობრად კი ლეოპარდი ჰყავდა. ყოვლისმნახველ მამასაც კი გაუკვირდა, როცა მისი შვილი კატასავით ეფერებოდა ველურ ლეოპარდს. როცა გოგონა წამოიზარდა, აბუს ზურგზე დამოუკიდებლად აჯდებოდა ისიც ასეირნებდა.


10-წლიანი ველური ბავშვობის განმავლობაში ტიპი დაუმეგობრდა სტრაუსებს, ლომებს, ჟირაფებს, ნიანგებს, ზებრას, გიგანტურ ბაყაყს, გველებსა და ქამელეონებს. მისი თქმით, მათ არ უჭირთ ერთმანეთის გაგება, თუ ლაპარაკით არა, ჟესტებით მაინც გამონახავენ საერთო ენას. "თანამედროვე ადამიანებს შორის მეგობრები არ მყავს, რადგან ბავშვებს იშვიათად ვხედავ, ცხოველები ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან" - ხშირად ამბობდა იგი. ცხოველების გარდა ტიპი ნამიბიის ტომის მოსახლეობასაც დაუმეგობრდა. მათ ასწავლეს, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, რიტუალები, ხილის, მარცვლეულისა და ფესვების მოძიება.


ტიპის 10-წლიან ველურ ცხოვრებაზე მისმა მშობლებმა კინოეპოპეა შექმნეს. მათ ბიბლიოთეკაში უნიკალური ფოტო და ვიდეო ინახება. 1997 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი "ტიპი აფრიკიდან". ერთი წლის შემდეგ კი მშობლებმა შვილის აფრიკულ თავგადასავლებზე დაწერეს წიგნი - "ტიპი ნამიბიაში". მაუგლი-გოგონაზე დაწერილი წიგნი მომენტალურდა გახდა ბესტსელერი და ერთ დროს "ჰარი პოტერიც" კი დაჩრდილა.


ტიპი 10 წლის იყო, როცა მისი მშობლები საფრანგეთში დაბრუნდნენ, რადგან გადაწყვიტეს, რომ მათ შვილს განათლება უნდა მიეღო. ტიპის ძალიან გაუჭირდა თანამედროვე პირობებთან ადაპტირება. ბავშვებთან უჭირდა საერთო ენის გამონახვა.
ტიპიმ უნივერსიტეტის "პარიზი ახალი სორბონა" კინოფაკულტეტი დაამთავრა. 2004 წელს აფრიკაში დაბრუნდა და 6-სერიიანი დოკუმენტური ფილმი "ტიპი მსოფლიოს გარშემო" გადაიღო. ერთი წლის შემდეგ, მშობლების დახმარებით, გამოაქვეყნა წიგნი "ჩემი აფრიკული წიგნი". დღეს ტიპი დეგრე წერს, ხატავს და სურვილი აქვს ისევ იცხოვროს აფრიკაში, ველურ ბუნებაში.

წყარო: udivitelno.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი