ბლოგერ, ლექტორ და მარკეტერ გურამ შეროზიასთვის მოგზურობა ჰობიზე მეტია, ის ცხოვრების სტილად იქცა და უკვე 78 ქვეყანაში მოგზაურობა მოასწრო. მისი თქმით, გასტრონომიული მოგზაურობებიდან ყველაზე მეტად აზია მოსწონს. უყვარს ექსპერიმენტები და ქვეყნების კვების კულტურის ახლოს გაცნობა.
გურამმა ჩვენი მკითხველისთვის 10 ქვეყანა და 10 კერძი შეარჩია, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. თითოეულ მათგანზე ქართველი მოგზაური თავად მოგიყვებათ:
1. თურქეთი - სუთლაჯი
თურქეთი და კერძოდ, სტამბოლი, ჩემი უსაყვარლესი ქალაქების ხუთეულში მყარად არის გამეფებული. ეს ტკბილეული კიდევ, არაფერი განსაკუთრებული, თიხის ჯამში მოხარშული ბრინჯია, რძეში, ვანილით და კვერცხით, მერე გაცივებული. ჩემი მეგობრები ბრინჯის ფაფას ეძახიან და მიბულინგებენ, მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარს.
2. იტალია - პიცა
ქვეყანაც ხომ ცხელი, მრავალფეროვანი, ფერადი და საოცარია და აი, პიცაც! საერთოდ, ცომეულს არ ვჭამ, მაგრამ პატარა იტალიურ რესტორანში ნაკვერჩხალზე შენ თვალწინ გამომცხვარ პიცას, ბევრი მოცარელათი, ლორით, ქათმით და სულ ბევრი, ბევრი ნოყიერებებით - არაფერი სჯობს!
3. ინდოეთი – მასალა ჩაი (Masala Tea)
ეს არ არის კერძი, მაგრამ ძალიან მიყვარს, ე.წ. სფაისი ჩაია, ცოტა ცხარე, რძითა და საოცარი სურნელით. ინდოეთი ზოგადად განთქმულია სანელებლებით. ჰოდა, აი, ჩაისაც არ დააკლეს.