ტრიდრანგარის შუქურა - ყველაზე განმარტოებული ადგილი დედამიწაზე (ფოტო/ვიდეო)

ატლანტის ოკეანე, ისლანდიის მიდამოები, 40 მეტრის სიმაღლე - ადგილი, სადაც ცივილიზაციის ყველაზე უკიდურეს წერტილში ტრიდრანგარის შუქურა მდებარეობს. კუნძულ-კლდიდან ულამაზესი ხედები იშლება.

შუქურა სამი კლდიდან ყველაზე მაღალზე მდებარეობს. მას Háidrangur-ი ჰქვია. მასზე მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი. ისიც თუ გაგიმართლებთ და კარგი ამინდი იქნება, რაც ისლანდიისთვის იშვიათობაა.


ტრიდრანგარის შუქურა 1939 წელს ააგეს. იმ პერიოდში ვერტმფრენები არ გამოიყენებოდა და მშენებლობა რთული იყო. "მშენებლებს მეკლდეურები ეხმარებოდნენ. ისინი კლდეს ნაბიჯ-ნაბიჯ ლაშქრავდნენ და მასზე ჯაჭვს ამაგრებდნენ. წვერზე ასვლა ყველაზე რთული იყო.
შემდეგ ერთი მეკლდეური მუხლებზე დადგა, მეორე ზურგზე შეადგა და მესამე კლდის მწვერვალზე მოექცა, შემდეგ ორივეს დაეხმარა ასვლაში" - იხსენებს მშენებელი, რომელიც შუქურის აშენებაში იღებდა მონაწილეობას.

წლების მანძილზე კუნძულ-კლდეზე შუქურის მეთვალყურეები ბინადრობდნენ. ისინი კლდესთან ნავით მიდიოდნენ და მასზე რკინის ჯაჭვური ჩამოსაკიდი კიბით ადიოდნენ.

დღეს შუქურა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ხანდახან თუ ესტუმრება ოსტატი, ტექნიკის მდგომარეობა რომ შეამოწმოს. კლდის მწვერვალიდან ულამაზესი ხედები იშლება.


ვიდეო მფრინავმა გისლი გისლასონმა გადაიღო.

ოსტატებმა მთელი ღამე გაატარეს შუქურაზე, დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი წესრიგშია და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
სხვათა შორის, კლდე-კუნძულმა იმხელა შთბეჭდილება მოახდინა ირლანდილ მწერალ ირსუ სიგურდარდოტირზე, მას დეტექტივ-ბესტსელერი - Why Did You Lie? მიუძღვნა. შუქურას "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდიც აქვს.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
status quo
ირლანდიელი მწერალი არაა ის კაცი,ისლანდიელია.
18:21 / 14-08-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93