ტოპ 4 საშობაოდ სანახავი ქვეყანა მოგზაურობის მოყვარულთათვის

ტოპ 4 საშობაოდ სანახავი ქვეყანა მოგზაურობის მოყვარულთათვის

შობის დღესასწაულს ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში აღნიშნავენ და არამარტო ქრისტიანულში. ბევრი ადამიანი შობის დღეს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებს. თუმცა თავგადასავლების და ახალი აღმოჩენების მოყვარულები მთელი წლით ადრე იწყებენ ფიქრს, თუ სად გაატარონ შობა-ახალი წელი, რათა დაიმუხტონ განსაკუთრებული ემოციებით.
ჩვენი სტატიის მეშვეობით რეიტინგით ტოპ-4 ქვეყანას გაგაცნობთ, რომელიც მოგზაურთა საშობაო სიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ნიუ-იორკი


ქალაქი, რომელსაც არასოდეს სძინავს და ცხოვრების ყველაზე ჩქარი ტემპით ცხოვრობს. მათი საშობაო განწყობა და მზადება კულმინაციას აღწევს. მეტროსა და ქუჩებში საშობაო სიმღერებს მღერიან.
სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები ხალხს ცეკვებით და ზარების რეკვით ეგებებიან. ქალაქის ყველა შენობას საშობაო მორთულობის თავისი ტრადიცია აქვს. ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში უზარმაზარი ნაძვის ტოტებზე აბრეშუმის მანტიაში გამოწყობილი 50 ანგელოზი ზემოდან დაჰყურებს საშობაოდ მოწყობილ სცენას, რომელზეც შობის ჯადოსნურ ღამეს ნაზარეთში მომხდარი სასწაულია გამოსახული.

ბრიტანეთი


ტრადიციის თანახმად, ბრიტანელები ღამის 12 საათზე აღებენ სახლის მთავარ და უკანა შესასვლელ კარს, რადგან მათ სწამთ, რომ უკანა კარიდან ტოვებს სახლს ძველი წელი, ხოლო მთავარი შემოსასვლელიდან ახალი წელი შემოდის. ქალაქები მორთულია სანათებით, საშობაო ნაძვის ხეებითა და დეკორაციებით. ასევე მოწყობილია შობის სცენა, რომელიც ასახავს იესოს დაბადებას სხვადასხვა ქანდაკებითა და დეკორაციით. ახალი წლის დადგომას მთავარ მოედანზე ბიგ-ბენის ზარების რეკვის თანხლებით ხვდებიან.

გერმანია


გერმანიაში უმთავრეს დღესასწაულად შობა ითვლება. ახალი წლის ოჯახში შეხვედრის ტრადიცია ბოლო პერიოდში შეიცვალა და ახლა უკვე გერმანელები უმეტესად ქუჩებში ხვდებიან. ამ დროს რესტორნები, ბარები და პაბები ხალხით არის გადავსებული. ქუჩებში საზეიმო განწყობა იგრძნობა. საახალწლო ბაზრობები, მორთული მოედნები და ჰაერში ცხელი გლინტვეინის არომატი მეტ ხიბლს სძენს შობის ამაღელვებელ დღესასწაულს.


იტალია


ყველა ქყეყანა საშობაოდ განსაკუთრებულად ირთვება და არც იტალია არღვევს ამ ტრადიციას. ისინი რთავენ სახლებსა და ქუჩებს, უხვადაა განათებები და სიმწვანე; ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ და კონკრეტულ დატვირთვას ანიჭებენ. ისინი ძველ ნივთებს ფანჯრიდან ყრიან - ეს მათი უძველესი ტრადიციაა. შობას ოჯახის წევრებთან ერთად ხვდებიან, ხოლო ახალ წელს მეგობრების გარემოცვაში ატარებენ. ღამის ქუჩებში ფეიერვერკი, ცეკვები და კონცერტები იმართება.

ნინი ქემოკლიძე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ანნ
საფრანგეთი? მაგალითად კოლმარში რომ ჩახვიდეთ ვერა? მსოფლიოდან ჩადის ხალხი მხოლოდ ამ საშობაო ბაზრობის სანახავად, თქვენ წარმოიდგინეთ, თავად გერმანელები, ბრიტანელები და იტალიელებიც კი იქ მიდიან. ნამდვილი ზღაპარია
15:58 / 13-11-2019
გამოხმაურება / 0 /
ბარჩო
კარგია❄️❄️❄️❄️❄️❄️ ლონდონი და ნიუ იორკი
22:12 / 12-11-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93