რომ აღმოაჩინო საკუთარი პარიზი და შეიყვარო, ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო - უბრალოდ, უნდა ადგე და წახვიდე!
პარიზი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე რომანტიკული და საოცნებო ქალაქია. მომხიბლავი ისტორიით, კულტურით, ცხოვრების წესით, რომელიც ცხოვრებას ახალ ფერებში გაჩვენებს. პარიზელები რევოლუციონერი ხალხია და ამას ქალაქის მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობაც მოწმობს - საუკუნოვანი ნაგებობებიდან დაწყებული, თანამედროვე შენობებამდე. ქალაქში სიარული და მისი ყველა დეტალის ნახვა ნამდვილად შთააგონებს ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის ადამიანს. პარიზში დეკემბერი არის ზეიმების და სინათლის თვე. ზამთრის პარიზში მოგზაურობისას მაგიის დამატებითი დოზაა - უამრავი მოციმციმე ნათურით გაბრწყინებული ქალაქი. გაგიზიარებთ ჩემს რჩევებს და შთაბეჭდილებებს, თუ რა ადგილები უნდა ნახოთ დეკემბერში და საერთოდ, ზამთრის პარიზში ისე, რომ საშობაო განწყობა ყველგან გექმნებოდეთ.
The Eiffel Tower - პირველ რიგში სანახავი ადგილი, რომელიც ყველამ იცის და პარიზის ხსენებაზეც კი ყველას თვალწინ წარმოუდგება. ამიტომ მასზე არ შევჩერდები... დეკემბერში თქვენს საახალწლო განწყობაზე იზრუნებს სანტას სოფელი The Eiffel Tower-თან, Saint-Sulpice-ში, Saint-Germain des Près–თან ახლოს, პარიზის მარცხენა სანაპიროზე. ასევე გაქვთ საშობაო ბაზარი ყველა დროის ყველაზე ლამაზი „ნოტრ დამის” ტაძრის წინ, რომელიც ეძღვნება ხელოვნებას, ხელნაკეთობას და მშვენიერ სამზარეულოს. გიგანტურ ნაძვის ხესთან თქვენ შეგიძლიათ the vin chaud (ცხელი ღვინო) მიირთვათ, დატკბეთ მათი მომაჯადოებელი დეკორაციებითა და შეიძინოთ ულამაზესი სასაჩუქრე სუვენირები.
The Louvre Museum მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი მუზეუმია. ის არც ერთ თვესა და სეზონზე არ უნდა გამოტოვოთ. მდებარეობს პარიზის ცენტრში, ქალაქის მარჯვენა სანაპიროზე, ეს არის ყოფილი სამეფო სასახლე! ის ასევე ცნობილია, როგორც Voie Triomphale, რაც ნიშნავს "ტრიუმფალურ გზას“.
თუ თქვენ გეგმავთ ესტუმროთ montmartre-ს, ასევე უნდა მოინახულოთ Sacre-Coeur, ბაზილიკა მდებარეობს მონმარტრის ყველაზე შემაღლებულ ადგილზე. ამ დიდებული ეკლესიიდან საოცარი ხედი იშლება. თუ თქვენ არქიტექტურის მოყვარული ხართ და ამავე დროს, მორწმუნე, ეს ადგილი აღგაფრთოვანებთ, რადგან ერთმანეთს საოცრად ერწყმის ხელოვნება და თაყვანისცემა. ეს საინტერესო ეკლესია უამრავ საიდუმლოს ინახავს. ეკლესიის აშენებამდე აქ იყო კერპთაყვანისცემის ადგილი. მაღალი ადგილმდებარეობის გამო ეს ადგილი ყოველთვის მიმზიდველი იყო მორწმუნეთათვის. ის ეიფელის კოშკის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი ადგილია ქალაქში. ეს ეკლესია ასევე შთამბეჭდავია თავისი სითეთრით, რომელიც შორიდანვე გჭრის თვალს. ის აშენებულია ისეთი ქვებით, რომლებიც წლების განმავლობაში უფრო და უფრო თეთრდება. Sacre-Coeur–ის მონახულებისას სწრაფად შეამჩნევთ, რომ ირგვლივ უამრავი ადგილობრივი მოსახლეა, ისინი უბრალოდ სხედან, ერთმანეთთან საუბრობენ და სიამოვნებას იღებენ ხედების ხილვით. ხშირად ნახავთ ქუჩის მხატვრებს და სხვა საოცარ წარმოდგენებს.
Arc de Triomphe ბრწყინვალედ დგას ელისეის მინდვრების დასაწყისში. ნაპოლეონი არის ის, ვინც ბრძანა Arc de Triomphe-ს მშენებლობა, მაგრამ მას არასოდეს უნახავს ის დასრულებული.
Paris’ Pantheon - პარიზის პანთეონი აშენდა 1758 და 1790 წლებში. შიგნით ნახავთ დახვეწილ მავზოლეუმს, რომელშიც შედის საფრანგეთის გავლენიანი მოქალაქეების საფლავები. ამჟამად მავზოლეუმში დაკრძალულია მხოლოდ ხუთი ქალი, მაგრამ ქალთა მოძრაობები ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ უფრო მეტ აღიარებას. პანთეონში მდებარე მცხოვრებლები მოიცავს დიდ ვოლტერს, მარი კურიეს და ჟენევიე დე გოლ-ანტონიოზს...
Galeries Lafayette არის პარიზის ერთ–ერთი საუკეთესო სავაჭრო ცენტრი. არ გამოტოვოთ საშობაო გამოფენები პარიზის მაღაზიებში, რომლებიც ყოველთვის ძალიან დახვეწილი და გასაოცარია. თქვენ აქ ნახავთ ყველა საუკეთესო ბრენდს. ეს პარიზის ერთ–ერთი საუკეთესო ღირსშესანიშნაობაა, განსაკუთრებით, დეკემბრის განმავლობაში, როდესაც შობა ახლოვდება.
Angelina - ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხელი შოკოლადი.
შოპინგის გრძელი დღის შემდეგ ჩემი საყვარელი ადგილი არის ცხელი შოკოლადის სახლი Angelina, რომელიც მდებარეობს 226 rue de Rivoli–ში, უბრალოდ Jardin des Tuileries– თან. დეკემბერში ამინდი ძალიან ცივია! ასე რომ, მიუხედავად თქვენი შარფებისა, ხელთათმანების და ზამთრის პარკებისა, შესაძლოა, ცოტათი სიცივე იგრძნოთ. ცხელი შოკოლადი სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნო და აუცილებელია, რომ პარიზში ცივი დღეებით მაქსიმალურად ისიამოვნოთ.
ხათუნა კორთხონჯია