15 ფაქტი ფრანგების შესახებ, რომელიც რამდენჯერმე გადავამოწმეთ, რომ დაგვეზუსტებინა

15 ფაქტი ფრანგების შესახებ, რომელიც რამდენჯერმე გადავამოწმეთ, რომ დაგვეზუსტებინა
მე ვიცი, რომ ყველა ქვეყნის შესახებ გარკვეული სტერეოტიპები არსებობს. ზოგი სიმართლეს შეესაბამება, ზოგი კი უბრალოდ უცნაურია.
საფრანგეთს და ფრანგებს ამ ასპექტში გაუმართლათ, რადგან მიჩნეულია, რომ მათ ბევრი დადებითი თვისება აქვთ. ელეგანტურობა, ვნება, დახვეწილი გემოვნება - ეს ყოველივე გასაგებია, მაგრამ ყოველი სტერეოტიპის უკან ეროვნული შტრიხებია.
მე მოგიყვებით, რა განასხვავებთ ფრანგებს, თუმცა, იმის გარდა, რასაც გეტყვით, კიდევ ბევრი დასაფასებელი ნიუანსია.


1. შეხვედრის დროს ერთმანეთის გადაკოცნა მიღებული რამ არის და კოცნის რაოდენობა, შეიძლება ითქვას, რომ იმის მიხედვით განისაზღვრება,
საფრანგეთის რომელ კუთხეში მოხვდით. ჩვეულებრივ, ციფრი ერთიდან ოთხამდე მერყეობს.

2. ბევრ ფრანგს აქვს სამი სახელი და ასევე, პასპორტში აღნიშნულია მისი წონის და თვალის ფერის შესახებ.
მაგალითად, შეიძლება შეხვდეთ ფრანგს, რომელიც გეტყვით, რომ მისი სახელია ჟანი, მაგრამ თუ მის პირადობის მოწმობას იხილავთ, შეიძლება ერქვას ჟან პოლ მიშელი.


3. ფრანგი ქალები ნამდვილად დამოუკიდებლები არიან.
ისინი არ ემხრობიან სექსიზმს. მამაკაცებს შეუძლიათ, რომ მოამზადონ სადილი და გააკეთონ სხვადასხვა სახლის საქმე.
გაგიკვირდებათ და, მათ არ ეთაკილებათ არც ისეთი რამის გაკეთება, რაც კერვასა და ხელსაქმესთანაა კავშირში.
ერთ-ერთი ბლოგერი, ლენა, რომელიც ფრანგ მამაკაცზე დაქორწინდა, ამბობს, რომ ის გაოცებული დარჩა, როდესაც მისმა მეუღლემ პერანგს ღილები თავად მიაკერა.
მან მეუღლეს შოკირებულმა ჰკითხა: „შენ კერვა შეგიძლია?“ რაზეც პასუხად მიიღო: „სკოლაში შესაბამის გაკვეთილებს გვიტარებდნენ“.
ქალის და მამაკაცის თანასწორობის საკითხი აქ წინა პლანზეა წამოწეული.
საფრანგეთში წყვილები გადაწყვეტილებებს ისე იღებენ, რომ ერთმანეთს არ ზღუდავენ.

4. ფრანგები ხშირად ამბობენ სიტყვას: "არა". 
თუ ამბობენ "არას", პასუხი საბოლოო შეიძლება არ იყოს და ნიშნავდეს იმას, რომ რაღაც რთულად მისაღწევია.
თუმცა, როცა ისინი ამბობენ „oui“ - ანუ "დიახ", "არას" ამ სიტყვას აღარ მოაყოლებენ.

5. ლანჩის დრო მოიცავს 2 საათს.
ბევრ ფრანგულ ოფისსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციაში ეს დრო დაახლოებით 1 საათს უტოლდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრანგები კვებას დიდ ყურადღებას უთმობენ.
ბევრი ადამიანი ამ შესვენებას იყენებს პარკში სასეირნოდაც და განტვირთვის საშუალება ეძლევათ.

6. ფრანგი მამაკაცი ნამდვილად დახვეწილია და მოდურად იცვამს.
სულაც არ არის მითი ის, რომ ფრანგ მამაკაცებს დაბადებიდანვე დაჰყვებათ სტილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება.
ფრანგ მამაკაცს შეუძლია ყოველდღიურ სამოსშიც კი რაღაც განსაკუთრებული შტრიხები შეიტანოს და ამ ყველაფერმა საინტერესო სახე მიიღოს.
მათ მოსწონთ შარფების გამოყენებაც და იციან, სწორად როგორ მოარგონ თავიანთ სამოსს.

7. ფრანგ ქალებს უყვართ მუქი ფერის სამოსი და ხშირად თავს კომფორტულად სწორედ ამ ფერის ტანსაცმელში გრძნობენ.
უამრავი ლეგენდა არსებობს ფრანგი ქალების სტილისა და მომხიბვლელობის შესახებ.
ალბათ, თქვენს გონებაშიც არსებობს ტიპური ფრანგი ქალის სახე, რომელსაც შეუძლებელია დახვეწილობა აკლდეს.
შესაძლოა, ის წითელი ტუჩსაცხით, საინტერესო ქუდით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით წარმოიდგინოთ.
ფრანგი ქალები კომფორტულ და პრაქტიკულ ჩაცმულობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
მთავარი ფერები: შავი, ნაცრისფერი და მუქი ლურჯი.

8. კვირაობით თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილია.
ხშირად ბევრი ადამიანი შაბათ-კვირას იყენებს ისეთი რამისთვის, რაც დასვენებასთან მთლად ახლოს არაა: შოპინგი, სახლის დალაგება და ა.შ.
ფრანგებისთვის კვირა დღე ოჯახთან და განტვირთვასთანაა კავშირში. მათ ურჩევნიათ, გავიდნენ ქალაქგარეთ, ისეირნონ ველოსიპედით და ა.შ.

9. მათ ნამდვილად უყვართ პური.
ფრანგი ხალხი ძირითადად ბაგეტის მიირთმევს. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საკვებად კი სენდვიჩი რჩება, რომელიც ზევიდან შემწვარი კვერცხითაა.
croque-madame, ან croque-monsieur - აქედან მეორე კვერცხის გარეშეა.

10. ფრანგული კრუასანები გამორჩეულია.
კრუასანები საფრანგეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაწილია.
ნამდვილი ფრანგული კრუასანები გამოირჩევა იმითაც, რომ მისი შიგთავსი შევსებული არაა ჯემებით, კრემით ან შოკოლადით.

11. კაფეებსა და რესტორნებში ნუ იკითხავთ, სად არის მენიუ.
ფრანგულად სიტყვა "მენიუ" სხვა გაგებით გამოიყენება. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ არასწორად არ გაიგონ. მიმტანის მოსახმობად სჯობს გამოიყენოთ სიტყვა: monsieur, რადგან სიტყვა: garçon ნიშნავს ბიჭს და ეს ჟღერს ისე, თითქოს ეძახით: „ბიჭო“, რაც ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან უხერხულია.

12. რესტორანში ძაღლთან ერთად შესვლა შეგიძლიათ და ისინი პურს და წყალს მისთვის უფასოდ მოგცემენ.
ეს არც უნდა გაგკვირვებოდათ, რადგან ფრანგები სტუმართმოყვარე და მეგობრული ხალხია.

13. ფრანგები ონკანის წყალს სვამენ.
საფრანგეთში წყლის გაფილტვრის სისტემა შესანიშნავად მუშაობს. ამიტომ წყლის ხარისხი ძალიან მაღალია.
ცხადია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ რეგიონში ხართ, თუმცა, ძირითადად, მშვენიერი მაჩვენებელი ფიქსირდება.

14. საფრანგეთში ქალებს დიდი ხნის მანძილზე შარვლის ტარება ეკრძალებოდათ.
1800 წელს მიღებული კანონის თანახმად, მართლაც ასე იყო, შემდეგ კი კანონმა ფორმა იცვალა და უფლება ეძლეოდათ მათ, ვინც ცხენზე ჯირითობდა ან ველოსიპედს ატარებდა.
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს კანონი 2012 წლამდე არსებობდა. თუმცა, ცხადია, მას ისევ შეცვლილი სახე ჰქონდა.

15. პარიზში გარე საპირფარეშოები უფასოა.
არა მხოლოდ უფასოა, არამედ მათი გამოყენება 24/7-ზე არის შესაძლებელი.
თუ მწვანე ნიშნული ანათებს, მაშინ დაკავებული არაა.
სხვათა შორის, საფრანგეთში არსებობს კანონი, რომ ყველა კაფესა თუ რესტორანში უნდა იყოს საპირფარეშო.
თუ ოდესმე ყოფილხართ საფრანგეთში და მათი წესების შესახებ რამე აღმოჩენები გაქვთ, თქვენს აზრს კომენტარების სახით სიამოვნებით მოვისმენ.






FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93