სად თოვს დღეს საქართველოში - ულამაზესი ფოტო და ვიდეოკადრები დათოვლილი რეგიონებიდან - Marao

სად თოვს დღეს საქართველოში - ულამაზესი ფოტო და ვიდეოკადრები დათოვლილი რეგიონებიდან

2020-11-20 10:53:57+04:00


დღეს დილიდან საქართველოს არაერთ რეგიონში თოვს, თუმცა მაღალმთიან რაიონებში უკვე რამდენიმე დღეა თოვლია. სოციალურ ქსელებში დათოვლილი ქალაქებისა და სოფლების ულამაზესი ფოტოები ვრცელდება. გთავაზობთ მათ ნაწილს:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლ-ჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ნისლი; მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი.

„შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოჯორი

დაათვალიერეთ ფოტოები