"ქართველი ხარ შვილო?" - ნახეთ, რა გადახდა ქართველ ბიჭს თურქეთში - "ცრემლიც კი მომადგა სიხარულისგან" - Marao

"ქართველი ხარ შვილო?" - ნახეთ, რა გადახდა ქართველ ბიჭს თურქეთში - "ცრემლიც კი მომადგა სიხარულისგან"

2020-11-29 11:47:43+04:00


სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ქართველმა მოგზაურმა, გიორგი მალუთაშვილმა თურქეთში გადახდენილი ამბავი მოყვა.

ნახეთ ემოციური წერილი:

'"მოკლედ გუშინ საქართველოსკენ მომავალს, თურქეთში ქალაქ ხოფაში მომიწია გაჩერება, რადგან სარფის საზღვარი 18:00-ის მერე არ მუშაობს.

სასტუმროში გვიან ღამით მივედი, დავჩექინდი და სასადილოში ჩავედი იქნებ რამე ვჭამოთქო, იქ ჩასულს ქართველი ქალბატონი დამხვდა, რომელიც თურმე დიდი ხანია ამ სასტუმროში მუშაობს.

- ქართველი ხარ შვილოო?

- დიახ-თქო

- ნამეტანი გვიან კი მოხვედი მარა რაღაცას მოგიმზადებო უცებო, შემოდი შიგნითო. სამზარეულოში შემიპატიჟა, იქაურ თანამშრომლებს უთხრა ეს ბიჭი ახლობელია ჩემიო. ჯერ ერთი მაცივარი გამოაღო, სალათები თუ გიყვარსო? კი მიყვარს-თქო! აგერ ოლივიე მაქვსო, ვინეგრეტიცო, სტაფილოს სალათაცო, ყველიც მაქვს თუ გიყვარსო! ძეხვსაც დაგიჭრი თუ გესიამოვნებაო.

- მეც მორიდებით ვუპასუხე სალათა საკმარისია, ნუ შეწუხდებით-თქო.

- გადირიე შვილოო?!! მაგი სალათა რას გეყოფა მარტოო, აგერ კიტრი პომიდორსაც დაგიჭრიო, ტკბილიო? ტკბილსაც ხომ შეჭამო?

მოკლედ ესეთი სუფრა გამიშალა, მერე აღმოჩნდა რომ სამზარეულოში ჩაი გათავებულა, ქვემოთ ჩავიდა რომ ამოეტანა და ცოტა ხანში ჩაიც მომართვა თაფლთან ერთად. რა თქმა უნდა, გადახდა არც მიკადრებია. ამის მერე დიდხანს ვისაუბრეთ და ბევრი რამე მომიყვა საკუთარ თავზე.

ამ ქალბატონს დარეჯანი ქვია, ზესტაფონიდანაა და 15 წელია ამ სასტუმროში მუშაობს. ამ დროის მანძილზე თუ კი ვინმე უმუშევარი ქართველი შეხვედრია ყველა აქ მოყავს სამუშაოდ (ესეც მისი სიტყვებია)

ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე რომ ზუსტად დარეჯანისნაირი ადამიანები გვაგრძნობინებენ საქართველოს ... ❤️"

ამ წერილმა სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლების ბევრი დადებითი კომენტარი დაიმსახურა: "ცრემლიც კი მომადგა სიხარულისგან", "გაახაროს ღმერთმა", "ვიცი ვინცაა და ძალიან მიყვარს", "ასეთები ვართ ზესტაფონელები" და ა.შ.