"სასჯელი" უცხოელისთვის, რომელმაც არ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ

"სასჯელი" უცხოელისთვის, რომელმაც არ იცოდა საქართველოს არსებობის შესახებ
კარლა ესპანელია, ერთ-ერთ საიტზე დამიკავშირდა, მაცნობა, რომ საქართველოში აპირებდა მოგზაურობას სამი დღით და მთხოვა, მისთვის დრო გამომეყო.

კვირადღე იყო… გადავწყვიტე, დილის ერთი საათი გამომეყო მისთვის და ლანჩზე გავსულიყავით. პატარა ზურგჩანთით და ჩემთვის უცნაურად, საზაფხულოდ ჩაცმული მოგზაურობდა.

- პირველად ხარ საქართველოში? – შევეცადე გამერკვია, რა ჰქონდა ნანახი და ამის მიხედვით გადამენაწილებინა რჩევები და დამეგეგმა მისი სამი დღე;

- პირველად? – გაეღიმა. – ბილეთებს ვეძებდი სამოგზაუროდ. ყველაზე კარგი შემოთავაზება თბილისზე იყო პეგასუსით და როგორც აღმოვაჩინე, ვიზაც არ
მჭირდებოდა. რეალურად კი, არც კი მსმენია თქვენი ქვეყნის შესახებ.

გავცეცხლდი! გადავწყვიტე, ერთი საათის ნაცვლად მთელი დღე დამეთმო და მეჩვენებინა, რეალურად ვინ ვართ და ეს ინფორმაცია მინიმუმ 20 თავისნაირი "გაუნათლებელი" თანამემამულისთვის გადაეცა, რომ ამის შემდეგ არავის ეთქვა – სად არის ან რა ქვეყანაა საქართველო!

ყველაფერი ქართული კერძების დაგემოვნებით დაიწყო. რესტორანში ერთ-ერთი სუფრიდან მიგვიპატიჟეს, რაკი კარლას მარტივად შეამჩნევდით, რომ უცხოელი იყო და მეც სხვა ქვეყნიდან ვეგონეთ. კარლა გაოცებული იყო, როგორ შეიძლება უცნობმა ადამიანებმა მიგვიპატიჟონ თავის სუფრასთან, დაგვპატიჟონ, რასაც მოვისურვებდით იმ კერძზე თუ სასმელზე და შემოვიდნენ ძალიან მეგობრულ კომუნიკაციაში.

სუფრის წევრები ნასვამები იყვნენ, შესაბამისად, კარლასაც ქართული სუფრის ყველა წესის დაცვა მოუწია, ინსტრუქციების ახსნის შემდეგ – სადღეგრძელოებიც კარგად აითვისა, რითაც სუფრის წევრები ძალიან გაამხიარულა. შემდეგ ქართული სიმღერაც მოისმინა ხმებში, იმავე სუფრასთან და თავიდან ცოტათი შეშინდა კიდეც, ეგონა, რესტორნიდან გაგვყრიდნენ.

შემდეგ გამოვიყენეთ საბაგირო გზა და გადმოვხედეთ თბილისს, მთაწმინდის პარკშიც შევირბინეთ 1 საათით. აღფრთოვანებას ვერ მალავდა და ისტერიულად იღებდა ფოტოებს.

- რატომ არის ყველა ასეთი ბედნიერი და მომღიმარი? – მკითხა აღტაცებულმა.

- ზოგადად, თბილი ერი ვართ – ვუპასუხე და გამეღიმა. რეალური პასუხი იყო ის, რომ მისი არაქართველობიდან გამომდინარე გამოვხატავდით პოზიტივს. რეალურად ასეთი მომღიმარები არ ვართ, მაგრამ ამას ხომ ვერ ვეტყოდი?

ბუნებრივია, არ ჩამიყვანია მიწისქვეშა გადასასვლელში, არ გავაკარე მათხოვრები. მაქსიმალურად შევეცადე, ჩვენი ყველა ნაკლოვანება შემენიღბა.

შევირბინეთ ბოტანიკურ ბაღში, ლამაზი არქიტექტურის შემდეგ ქალაქის სიმწვანეც რომ დაენახა.

საღამოს გადავწყვიტე, ქართველების კულინარიის ნიჭიც მეჩვენებინა, შესაბამისად, გადავწყვიტე, მისთვის რამე გემრიელი კერძი მომემზადებინა.

ღამე იყო. ამ კუთხითაც შევეცადე, შთაბეჭდილება მომეხდინა და წავიყვანე ვაჟას დასაწყისში მდებარე "ნიკორას" მაღაზიაში, სადაც ისე მოიხიბლა ხორც-პროდუქტების დიდი არჩევანით, რომ სათითაოდ ყველაფერზე იკითხა, რა იყო და როგორი გემო ჰქონდა. კონსულტანტებიც ბედნიერად პასუხობდნენ და ბოლოს, 200 გრამი სოსისის შესაძენად შესული, სამი პარკით გამოვედი.


- ფოტო უნდა გადაგიღო ამ პარკებით – შემომცინა და დაბნეულმა უარი ვერ ვუთხარი. სხვა კლიენტები გაოცებულები გვიყურებდნენ და ვერ გაეგოთ, რატომ ვიღებდი ფოტოს "ნიკორაში". მომზადების პროცესში ისე გავერთე მისთვის ისტორიული ფაქტების გაცნობით, რომ "ნიკორას" ხორცის ასორტი ოდნავ მიმეწვა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კარლა მაქსიმალურად კმაყოფილი სახით მიირთმევდა და მარწმუნებდა, რომ გემრიელი იყო.

მერე მეზობელთან გადავედით, რაკი სახლში პიანინო არ მაქვს და "თბილისო" დავუკარი მისთვის. მართალია, შუაში დამავიწყდა და ერთი და იგივე ნაწილი რამდენჯერმე გადავაბი, რომ სრული სიმღერის ეფექტი შემექმნა, მაგრამ კარლა ვერაფერს მიხვდა და აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

ის ბედნიერი და სასიამოვნოდ გაოცებული იყო განვლილი დღით.

ბედნიერი ვიყავი მეც, რადგან კიდევ ერთი უცხოელის ცნობიერებაში ავამაღლე საქართველოს შესახებ წარმოდგენა…

გურამ შეროზია


იხილეთ ავტორის სხვა მასალები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 17 /
ნი
უკუდო ამპარტავნები ტყუილად კი არ გვქვია ქარტველებს
22:49 / 17-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ყოჩაღ გურამ!
22:02 / 17-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93