რისი ყიდვა შეგიძლიათ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

რისი ყიდვა შეგიძლიათ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
თითქოს რა უნდა იყიდო ერთ დოლარად? შოკოლადის ბატონი, საღეჭი რეზინი? მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ თანხით სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი რამის ყიდვაა შესაძლებელი.
მაშ ასე, გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რისი შეძენა შეგიძლიათ სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ 1 დოლარად.

1. კამბოჯა: ორი კათხა ჩამოსასხმელი ლუდი, ერთი შემწვარი და იმბირში დამარინადებული ბაყაყი, ბამბის შარფი, 3 ხრაშუნა, შემწვარი ობობა, 20-წუთიანი "თევზის პედიკიური", 4 ლიტრი სასმელი წყალი, ორი ქილა "კოკა-კოლა"; ასევე, 1 დოლარად შეგიძლიათ სამრეცხაოში გარეცხოთ ერთი კილოგრამი თეთრეული.

2. ავსტრია, ვენა:
ფუნთუშა Kornspitz-ი.

3. ფილიპინები:
ფეხის ნახევარსაათიანი
მასაჟი, პატარა შემწვარი თევზები, მამაკაცის თმის შეჭრა, 28 ღერი სიგარეტი "მარლბორო", ყავა 7Eleven-ში, ინტერნეტი - 2 საათი, 4 ცალი Mr.Donut-ის ფუნთუშა, ტაქსით მგზავრობა 2 კმ, 4 ლ სასმელი წყალი ან ძალიან ბევრი ბრინჯი.

4. ესპანეთი:
კანარებზე, კერძოდ კი, ტენეერიფზე, ერთ დოლარად შეგიძლიათ მიირთვათ ფინჯანი ყავა, ოღონდ არა პოპულარულ კურორტებზე, არამედ დედაქალაქში.

5. ვიეტნამი:
ველოსიპედის ქირაობა 1 დღით, 2 ფინჯანი ყავა რძით, Mobifone-ის სიმით 15 წუთი საუბარი, სამრეცხაოში ცოტაოდენი თეთრეულის გარეცხვა, 250 დაშაქრული ჯანჯაფილი, 40 ცალი მწყრის კვერცხი, 1 ცალი ტრადიციული ვიეტნამური შლაპა, ერთი-ორი გაზეთი, 1 DVD, 7 ლიტრი სასმელი წყალი, 2 ცალი ბილეთი ჰანოერ ლიტერატურულ ტაძარში, 2 ქილა Halida-ს ცივი ლუდი, 1,25 ლ ბენზინი.

6. ხორვატია:
ნაყინის 1 დიდი პორცია.

7. დანია: ერთი ლიტრი რძე, ჩიაბატა Godthaabsvej Bakery-ში, საფოსტო მარკა.

8. უნგრეთი: ბუდაპეშტში 1 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ 1 ნაყინი, 4 საშუალო ზომის ვაშლი, 1 მისალოცი ბარათი, 1 გაზეთი ან ნახევარსაათიანი პარკინგი ძველ ქალაქში.

9. თურქეთი: ავტობუსის ბილეთი, ერთი ქილა "კოკა-კოლა", სენდვიჩი, ფინჯანი ჩაი, ერთი-ორი გაზეთი, ერთი კგ ფორთოხალი ან ვაშლი, ნახევარი კგ ბანანი, 2 ბოთლი წყალი (თითო 0,5 ლ) ან 2 ბატონი პური.

10. იტალია: 1 ბოთლი იაფფასიანი ღვინო ან 1 კგ სპაგეტი, 6 ბოთლი მინერალური წყალი ან ერთი აბი იბუპროფენი, რომელიც გაგიყუჩებთ ღვინით ატკიებულ თავს.

11. კოლუმბია: ფინჯანი ყავა და რამდენიმე ახალი გამომცხვარი ფუნთუშა.

12. სამხრეთი კორეა: სეულში 1 დოლარად შეგიძლიათ ისეირნოთ ავტობუსით ან მეტროთი.

13. ტაილანდი: ერთი 4-ლიტრიანი ბალონი სასმელი წყალი, 1,5 ლ გაზიანი მინერალური წყალი, ერთი საათი მობილურით საუბარი (რა თქმა უნდა, ადგილობრივ ქსელებზე), ინგლისურენოვანი გაზეთი Bangkok Post-ი, 3 პორცია ნაყინი, ერთი თეფში ტაილანდური ბრინჯი დარიჩინით, ერთი ლიტრი ბენზინი, ტაქსით რამდენიმე კილომეტრზე მგზავრობა, 2 ლიტრი "კოკა-კოლა", საჭმელი ჩიანგ-მაიას ქუჩებში.

14. ეგვიპტე:
ერთი პორცია koshary Plate, რომელშიც შედის ბრინჯი, მაკარონი, შემწვარი ხახვი, ასევე, ფუნთუშა.

15. ინდოეთი: ერთ დოლარად ამ ქვეყანაში შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.

16. კოსტა-რიკა: პაპაია, ანანასი ან საზამთრო.

17. დუბაი: აქ 1 დოლარად შეგიძლიათ გასინჯოთ შავერმები Jabal al Noor-ში.

18. პორტუგალია: 1 ესპრესო (მხოლოდ არა აეროპორტში).

19. ლაოსი: ერთი ქილა ცივი ლუდი, ერთი სენდვიჩი ბეკონითა და ყველით, 4 რულონი ტუალეტის ქაღალდი, 16 საშუალო ზომის ბანანი, 1-საათიანი ინტერნეტი (ტურისტულ ადგილებში მხოლოდ ნახევარი საათით), 3 ლიტრი სასმელი წყალი, 2 ცალი კრუასანი.

20. ავსტრალია: ლატარიის ბილეთი შანსით, მოიგოთ იმდენი ფული, რომ გეყოთ ავსტრალიაში მოგზაურობის 2-კვირიან ტურზე.

21. იორდანია: ჩიფსების ერთი შეკვრა ან 2 ფინჯანი ყავა.

22. აშშ: ლოს-ანჯელესში 1 დოლარად შეგიძლიათ გაისეირნოთ Blue Bus-ით ან გააჩეროთ მანქანა პარკინგზე ერთი საათით.

23. ნიკარაგუა: ერთი ქილა ლუდი.

24. არგენტინა: ბუენოს-აირესში 1 დოლარად შეგიძლიათ იმგზავროთ ავტობუსით ან მეტროთი, იყიდოთ ბევრი ხილი ან მიირთვათ ერთი ცალი ფუნთუშა.

25. ინდონეზია: მანადოში 1 დოლარად შეგიძლიათ ისადილოთ სრულფასოვნად შემწვარი ქათმით, ბრინჯით, ბოსტნეულით, მინერალური წყლითა და ხილით.

26. დიდი ბრიტანეთი: ნახევარი ლიტრი ბენზინი, 2 ღერი სიგარეტი, 3 ცალი ვაშლი, გაზეთი.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 8 /
ანამარია
მაგარია
21:53 / 01-05-2014
გამოხმაურება / 0 /
fang
კიდე 1.75 ლარად შეიძენთ 1.50 თეთრიან სნიკერსს და 25 თეთრი დაგრჩებათ, 3 ბანანს და 25 თეთრი დაგრჩებათ,
11:09 / 30-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93