ლაშქრობის მოყვარულთათვის ზაფხული ყველაზე კომფორტული პერიოდია. ცნობილია, რომ ბოლო დროს მოლაშქრეთა რიცხვს აქტიურად შეემატნენ ქალბატონები.
ამიტომ, თუ ხეტიალი თქვენი ჰობია და თანაც, გსურთ თქვენი საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა, ნუ ჩამორჩებით ძლიერ სქესს, თქვენც ისიამოვნეთ და მათაც დაეხმარეთ თქვენი კულინარიული ფანტაზიებით - ქალებს ხომ მწირი საკვებიდანაც კი შეგვიძლია გემრიელი საჭმლის მომზადება. ჩვენ ვეცდებით, პრაქტიკული რჩევები მოგცეთ, რომლებიც ძალიან დაგეხმარებათ ლაშქრობისას.
1. არ დაგავიწყდეთ, რომ მონდომებასთან ერთად, უნდა იზრუნოთ ლაშქრობისთვის აუცილებელი ატრიბუტიკის მოძიებაზე - აუცილებლად დაგჭირდებათ კარავი, საძილე ტომარა და ქვეშაგები.
2. ლაშქრობაში ქალისთვის 13-14 კილო ტვირთის, ხოლო მამაკაცებისთვის 17-18 კილოს წაღებაა რეკომენდებული.
3. თუ იმ ტერიტორიას, რომლის დალაშქვრასაც აპირებთ, სათანადოდ არ იცნობთ, აუცილებელია გიდის ან გზამკვლევის გაყოლა. ამ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო პირველადი მედიკამენტების წაღება, რადგან ისინი გზამკვლევს აუცილებლად ექნება.
4. ეცადეთ, ლაშქრობაში მხოლოდ მსუბუქი და მშრალი საკვები წაიღოთ. არ არის რეკომენდებული მალფუჭებადი საკვების წაღება. ყველაზე "პოპულარულ" საკვებად ამ შემთხვევაში ითვლება სწრაფად მოსამზადებელი ლაფშა, შებოლილი ძეხვეული, მდნარი ყველი, სოსისი და სარდელი.
რჩევისთვის, თუ რომელი ხორცპროდუქტის წაღებაა უმჯობესი, "ნიკორას" წარმომადგენელს მივმართეთ.
- ლაშქრობისას, ტრანსპორტირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მოსახერხებელია ვაკუუმშეფუთვაში არსებული სოსისები, რომლებიც წარმოებიდან 15 დღის ვადაშია ვარგისი. შესაძლებელია წაიღოთ შაშხები, შებოლილი ძეხვეული.
ხანგრძლივი ლაშქრობისთვის საუკეთესო არჩევანია "ნიკორას" "კაიზერის" ნედლად შებოლილი კატეგორიის ძეხვეული. "აღნიშნული პროდუქტი, დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, მაქსიმალურადაა გამომშრალი და შესაბამისად, მისი შენახვის ვადა +15 გრადუს ტემპერატურაზე 60 დღე გახლავთ. ნედლად შებოლილი ძეხვეული დელიკატესად ითვლება და მისი ფასიც ხარისხის შესაბამისია", - ამბობენ "ნიკორაში".
მაშ ასე... ლაშქრობაშიც კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, გირჩევთ, როგორ დავამზადოთ სახელდახელო მაყალი, რომელზეც მარტივად შეძლებთ ძეხვის, სარდელისა თუ ბოსტნეულის შეწვას.
ამასთან, საკუთარი ხელით დამზადებულ მაყალზე ყავის ადუღებასაც შეძლებთ.
ხელნაკეთი მაყალის დასამზადებლად დაგჭირდებათ ცარიელი კონსერვის ქილა და ტყვიის ქაღალდი (ე.წ. ფოლგა). მზა მაყალზე შეგიძლიათ ნახშირით დაანთოთ ცეცხლი. მოათავსეთ მასზე რკინის ბადე და შეწვით, რაც მოგესურვებათ.
იხილეთ ვიდეო
ბედნიერ ლაშქრობას გისურვებთ.