1. მივლინებაში წასვლისას აუცილებელია კომპაქტური, მრავალგანყოფილებიანი ჩემოდანი.
2. ზოგადად, ნაკლებად პრეტენზიული ქსოვილის სამოსის წაღებაა სჯობს: ის არ იჭმუჭნება და ადვილად ირეცხება. გასათვალისწინებელია წელიწადის დრო და ქვეყნის კლიმატი. თან იქონიეთ ერთი საღამოს კაბაც: რა იცით, რა ხდება...
3. სამოსის გარდა ჩემოდანში სხვა აუცილებელი ნივთებიც უნდა ჩააწყოთ, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში იოლად მოძებნით. მაგალითად: საფულე, სათვალე, სავიზიტო ბარათები, უცხო ენის სასაუბრო.
4. აუცილებელი საქმიანი საბუთების გვერდით მოათავსეთ სპეციალური საქაღალდე, სადაც აღნუსხული იქნება ხარჯები ტაქსისთვის, სასტუმროსთვის, რესტორნის, ავიაბილეთების. თუ საყიდლებისთვის.
5. ასევე აუცილებელია ქალაქის გზამკვლევი და რუკა. განსაკუთრებით თუ უცხო ქვეყანასა თუ ქალაქში პირველად მიბრძნდებით, უნდა აღნიშნოთ რუკაზე სასტუმრო, სადაც გაჩერდით.
6. პირადობის დამადასტურებელი საბუთები ყველგან და ყოველთვის თან უნდა იქონიოთ. თუ ოპტიკურ სათვალეს ან ლინზას იყენებთ, ან სისტემატური მოხმარების მედიკამენტი გჭირდებათ, გაითვალისწინეთ იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ზოგჯერ იკრძალება კონკრეტული მედიკამენტი, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ.
7. თან იქონიეთ საჭირო კოსმეტიკური საშუალებები, რადგან კლიმატის ცვლილება შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს სახის კანზე, თმაზე და ა.შ.
8. ტელეფონი
9. ფოტოაპარატი ან კამერა - დაუვიწყარი და სამახსოვრო მომენტების დასაფიქსირებლად.
10. ფული ან საკრედიტო ბარათი - დასახული მიზნებისა და სურვილების სრულყოფილად სრულყოფაში მოსაყვანად.
ინა ნერგაძე
ჟურნალი "და ქალი"
(აგვისტოს ნომერი)