25 პოპულარული სუვენირი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობიდან უნდა ჩამოუტანოთ მეგობრებს

25 პოპულარული სუვენირი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობიდან უნდა ჩამოუტანოთ მეგობრებს
მოგზაურობისას ადამიანები ცდილობენ, ახლობლებს განსაკუთრებული სუვენირები ჩამოუტანონ. ჩვენ შევაგროვეთ სხვადასხვა ქვეყნის 25 ყველაზე პოპულარული სუვენირი.

1. მთა რაშმორის ზეთის სანათი, სამხრეთი დაკოტა


სამხრეთი დაკოტა ტურისტული მარშრუტების სიაში არ შედის, მაგრამ მთა რაშმორი მთელ მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. სწორედ ამ მთაზეა გამოკვეთილი ამერიკის 4 პრეზიდენტის: ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონის, თეოდორ რუზველტისა და აბრაამ ლინკოლნის ბიუსტები. მათი გამოსახულებიანი ზეთის სანათი კი საუკეთესო სუვენირია ამერიკიდან. 

2. სუმოისტი, იაპონია


იაპონელებს უამრავი ტურისტული ბრენდი აქვთ, მაგრამ სუმოისტები ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ 

3. დრაკულას ჭიქა, რუმინეთი


რუმინეთის ხსენებისას ადამიანებს გრაფი დრაკულა და ვლად ცეპეში ახსენდებათ. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ეს პერსონაჟი სუვენირების თემატიკის ლიდერია. 

4. ჩინეთის დიდი კედლის თერმომეტრი, ჩინეთი


საოცარი სუვენირი, რომელიც შეგიძლიათ საკუთარი თავისთვისაც შეიძინოთ და ტემპერატურის ყოველი დაფიქსირებისას ჩინეთში მოგზაურობა გაიხსენოთ. 

5. რომის პაპი ბოთლის გასახსნელზე, ვატიკანი


ყველამ იცის, რომ ვატიკანი რომის პაპის რეზიდენციაა. ამ ციცქნა სახელმწიფოში სტუმრობის დეტალები ყველას სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება. პაპის პორტრეტები კი ყველა სუვენირზეა, მათ შორის, ბოთლის გასახსნელზეც. 

6. ფარაონის სტატუეტი, ეგვიპტე


პირამიდები, სფინქსები, აქლემები და რა თქმა უნდა, ფარაონები. ეგვიპტის დატოვება ამ ფიგურის გარეშე წარმოუდგენელია. 

7. ქრისტეს სტატუეტი, ბრაზილია


გიგანტური, 30-მეტრიანი იესოს ფიგურა რიო-დე-ჟანეიროს გადმოჰყურებს. იგი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქრისტეს მონუმენტის ასლები რიოს ყველა სუვენირის მაღაზიაში იყიდება? 

8. გოლემის სტატუეტი, ჩეხეთი


გოლემი მითური არსებაა, რომელიც რაღაცით იაპონელ სუმოისტს ჰგავს და ძალიან პოპულარული სუვენირია ჩეხეთში. 

9. ეიფელის კოშკის ბრელოკი, საფრანგეთი


პარიზული კლასიკა - ეიფელის გამოსახულებიანი ბრელოკი, რომელიც გასაღებების ასხმაზე უნდა ჩამოჰკიდოთ იმის დასადასტურებლად, რომ მისი მფლობელი პარიზში იმყოფებოდა.  

10. დაკონსერვებული ნისლი, კალიფორნია


სან-ფრანცისკოში (კალიფორნიის შტატი) ორი რამაა სანახავი: ცნობილი ”ოქროს კარიბჭე” და ნისლი. კალიფორნიიდან დაბრუნებულ ტურისტებში დაკონსერვებული ნისლი დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

11. ორსართულიანი ავტობუსის მოდელი, ინგლისი


ტაუერის, ”ლონდონის თვალის”, ბუკინგემის სასახლისა და სხვა ცნობილი ღირსშესანიშნაობების გარდა, ლონდონი ორსართულიანი ავტობუსებითაცაა ცნობილი, რომლის მინი-ვერსიებს სიამოვნებით ყიდულობენ ტურისტები. 

12. ზანზალაკი, შვეიცარია


მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია პატარა ქვეყანაა, ბევრი რამითაა განთქმული, მაგალითად, საათებით, შვეიცარიული სამხედრო დანით, შოკოლადით... ყველაზე პოპულარული სუვენირი კი ზანზალაკია. 

13. მოხატული თავის ქალები, მექსიკა


მიცვალებულის დღე ყველაზე პოპულარული დღესასწაულია მექსიკაში, იქ მყოფი ტურისტები კი სიამოვნებით ყიდულობენ ამ საშიშ, მაგრამ საოცრად მოხატულ სუვენირს. 

14. ჩალის შლაპა, ტაილანდი


ბოლო დროს ტაილანდი მეტად პოპულარული ტურისტული ქვეყანა გახდა. ტურისტებს იქიდან ორიგინალური ჩალის შლაპები ჩამოაქვთ. 

15. მატრიოშკები, რუსეთი


სხვადასხვა ზომის, ერთმანეთში ჩალაგებული ხის თოჯინები ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარული სუვენირია. 

16. მოცარტკუგელი, ავსტრია


მარციპანის, ნუგასა და შავი შოკოლადისგან დამზადებულ კანფეტს სახელი დიდი კომპოზიტორის პატივსაცემად შეერქვა. იგი ავსტრიის ყველაზე პოპულარული სუვენირია. 

17. მოხატული სპილოს სტატუეტი, ინდოეთი


ინდოეთში სპილოს კულტია შექმნილი. იგი ხვავისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება. შეიძლება ამიტომაც ყიდულობენ სპილოს გამოსახულებას ტურისტები ყველაზე ხშირად. 

18. მალტური ჯვარი, მალტა


მალტური ჯვარი მალტის ყველაზე ეროვნული სიმბოლოა. მას სხვადასხვა ნივთზე გამოსახავენ, მაგრამ ყველაზე პოპულარული თეთრ ქვაზე შესრულებული რელიეფია. 

19. ვიკინგების რქები, შვედეთი


შვედეთი ვიკინგების სამშობლოდ ითვლება. ამ უშიშარი მებრძოლებისა და მეზღვაურების კულტი დღესაც არსებობს ამ ქვეყანაში. რქებიანი ქუდები კი ყველაზე პოპულარული სუვენირია, რაც ტურისტებს ამ ქვეყნიდან ჩამოაქვთ. 

20. მოცეკვავე თოჯინა, ჰავაი


ჰავაი... მზე, კამკამა წყალი, ულამაზესი სანაპიროები და გარუჯული მოცეკვავეები. სანამ ამ ულამაზეს ადგილს დატოვებდეთ, აუცილებლად შეიძინეთ მოცეკვავე თოჯინა, რომელიც ცივ ზამთარში ცხელი დღეების მოგონებებს გაგიცოცხლებთ. 

21. ბრანდენბურგის კარიბჭე, გერმანია


მე-18 საუკუნეში აშენებული ტრიუმფალური თაღი ”ბრანდენბურგის კარიბჭე” ბერლინისა და გერმანიის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ტურისტები ხშირად ყიდულობენ მის მინიატურულ ანალოგს. 

22. ნეკერჩხლის ვაჟინი, კანადა


ნეკერჩხლის ფოთოლი ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოა, ნეკერჩხლის ფოთლის ფორმის მინი-ქილაში ჩამოსხმული ვაჟინი კი - საუკეთესო სუვენირი. 

23. მოხატული საბო, ნიდერლანდები


ქარის წისქვილები, ყველი, ტიტები და, რა თქმა უნდა, საბოები ქვეყნის ერთ-ერთი სიმბოლოებია. თუმცა, ეს უკანასკნელი ყველაზე ორიგინალური და სახალისო სუვენირია. 

24. ორიგინალური სანთებელა, ავსტრალია


კენგურუ ავსტრალიის სიმბოლოა და მის თემატიკაზე უამრავი სუვენირია შექმნილი, თუნდაც სანთებელა ავიღოთ, რომელიც კენგურუს სასქესო ორგანოსგანაა დამზადებული. 

25. ქალთევზას სტატუეტი, დანია


ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის გმირი ქალთევზა კოპენჰაგენის სიმბოლოდ ითვლება. მის სტატუეტს დანიაში მყოფი ყველა ტურისტი ყიდულობს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93