მოგზაურობის ფოტობლოგები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
@TUULAVINTAGE
ნიუიორკელ ჯესიკა სტეინის ბლოგის დათვალიერებისას მსოფლიოს საუკეთესო კურორტებსაც გაეცნობით, მოდის ტენდენციებსაც და პლაჟის მოდის ფოტოებსაც.
@ALADYINLONDON
მოგზაურმა მზიანი კალიფორნია უამინდო ლონდონზე გაცვალა და საკუთარი არჩევანით კმაყოფილი მკითხველებს უყვება, თუ რა საოცარი ადგილია გაერთიანებული სამეფო, დამამტკიცებელ საბუთად კი უნიკალურ ფოტოებს აქვეყნებს. სხვათა შორის, მის ფოტოებს მსოფლიოს საუკეთესო ჟურნალებში ბეჭდავენ.{{ArticleSplitCont}}
@CHRISBURKARD
მოგზაური და ფოტოგრაფი კრის ბურკარდა რჩევებს არ იშურებს მათთვის, ვისაც პლაჟზე ნებივრობა მობეზრებული აქვს და სერფინგითა და ნავებით გასეირნებას სთავაზობს. თუ კრისის გატაცებას არ იზიარებთ, მის უნიკალურ ბუნების ფოტოებს მაინც გადაავლეთ თვალი.{{ArticleSplitCont}}
@MURADOSMANN
ფოტოგრაფი მურად ოსმანი შეყვარებულთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ქალაქებში მოგზაურობს და ბლოგზე უნიკალურ ფოტოებსაც აქვეყნებს. წყვილის პროექტია FollowMeTo, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო.{{ArticleSplitCont}}
@KIRSTENALANA
ჟურნალისტი კირსტენ ალანი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და პლანეტის სხვადასხვა კუთხეში გადაღებულ ფოტოებს ბლოგში აქვეყნებს. სახალისო გეოგრაფიის გაკვეთილს მოგაგონებთ ნიუ-იორკიდან ჰონგ-კონგამდე და მელბურნიდან ჩრდილოეთ შოტლანდიამდე გადაღებული ფოტოები.{{ArticleSplitCont}}
ლონდონელ ფეშენ-ბლოგერს ზღაპრული სახელი ჰერმიონა ჰქვია. იგი მოგზაურობს და მკითხველებს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებს. ჰერმიონას სტატიები იუმორითაა გაჯერებული.{{ArticleSplitCont}}
@TRAVELNOIRE
კიდევ ერთი კოლექტიური ბლოგია. მას ყოველდღიურად ათასობით მოგზაური სტუმრობს, ზოგი კითხვებს სვამს, ზოგი - პასუხობს. ბლოგი მხოლოდ ლამაზი ფოტოებით კი არა, მოგზაურობაში გამოსადეგი რჩევებითაც გაგახარებთ.{{ArticleSplitCont}}
@THEBLONDEGIPSY
ბლოგერი საკუთარ თავს ევროპის ყოვლისმცოდნეს ეძახის და თუ ამა თუ იმ ქვეყანაში ნამყოფი ხართ, მაინც გირჩევთ მისი ბლოგის დათვალიერებას, რადგან შეიძლება უამრავი, თქვენთვის უცნობი ნიუანსი აღმოაჩინოთ.{{ArticleSplitCont}}
@STEPHBETRAVEL
ჟურნალისტი სტეფანია ბი საკუთარი სახალისო მოგზაურობის შესახებ Huffington Post-სა და Forbes-ში წერს. "ინსტაგრამის" გვერდზე კი საუკეთესო კურორტებისა და მსოფლიოს ეგზოტიკური ადგილების ფოტოებს აქვეყნებს.{{ArticleSplitCont}}
@PARISINFOURMONTHS
კარინ ოლსონმა დიდი ხნის ოცნება აისრულა და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. მას შემდეგ გოგონა სისტემატურად აქვეყნებს ფოტორეპორტაჟებს საფრანგეთის დედაქალაქიდან.{{ArticleSplitCont}}
@SOMEKINDOFWANDERLUST
ჟურნალისტი ანდრეა მაგრეტი ლონდონში გიდად მუშაობს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ ღალატობს საყვარელ ქალაქს, რათა სხვა ქალაქებისა და პროვინციების ცხოვრებას გაეცნოს და აღბეჭდოს. ანდრეა ხშირად ზღვისპირა ქალაქებში მოგზაურობს.{{ArticleSplitCont}}
@ALICE_TATE
ბლოგის ავტორი ელის ტეიტი საკუთარ თავს "საკვების მკვლევარს" უწოდებს. იგი საკუთარი ბლოგის მკითხველს უყვება, თუ რომელი კერძის გასინჯვა რომელ ქვეყანაში შეიძლება.{{ArticleSplitCont}}
@URBANPIXXELS
კიდევ ერთი ბლოგი, რომლის ავტორიც საკვებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობად მიიჩნევს. ბლოგში პლანეტის ყველაზე გემრიელი ადგილებია მოხსენიებული.{{ArticleSplitCont}}
@ADVENTUROUSKATE
კეიტ მაკალი მსოფლიოს 60 ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქვეყანასა და ქალაქშია ნამყოფი, მაგრამ გამოცდილ მოგზაურებსაც კი აოცებს თავისი მიგნებებით.