მიუხედავად იმისა, რომ რჩევების უმეტესობა იუმორითაა დაწერილი, სიმართლის მარცვალი მათში მაინც არის.
1. ნუ გაანაწყენებთ მათ, ვისაც შეუყვარდით, მათ ისედაც არ გაუმართლათ.
2. მოძებნეთ სიმშვიდე თქვენი სულისთვის, დანარჩენი თავად იპოვის თავის ადგილს.
3. თუ მოულოდნელად ორმოში აღმოჩნდით, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, შეწყვიტოთ თხრა.
4. თუ მოულოდნელად შავმა კატამ გადაგირბინათ, ნუ შეგეშინდებათ, იქნებ ცხოველსაც აგვიანდება თავის საქმეებზე?..
5. ბედნიერების შეგრძნება ძალიან მარტივია: არც თავად უნდა მოიშალოთ ნერვები და არც სხვებს მისცეთ ამის უფლება.
6. თუ უსიამოვნებებს ყურადღებას არ მიაქცევთ, ისინი განაწყენდებიან და გაგცილდებიან.
7. თუ შეგიძლიათ სტრესის დამარცხება, აღარასდროს გამოიწვიოთ იგი დუელში.
8. ნებისმიერი უსიამოვნების წამალი გულიანი სიცილი და გამოძინებაა.
9. ნუ განაწყენდებით სისულელის გამო, სისულელე თქვენ გამო ხომ არ განაწყენდება.
10. თუ გრძნობთ, რომ პასპორტის ფოტოზე აღბეჭდილ ადამიანს დაემსგავსეთ, სასწრაფოდ აიღეთ შვებულება.
11. ბედნიერების შეგრძნება ძალიან მარტივია - არც თავად უნდა მოიშალოთ ნერვები და არც სხვებს მისცეთ ამის უფლება
12. შეხედეთ ყველაფერს იუმორით. თუ ვიღაცამ გაგგზავნათ, თავი ძვირფას გზავნილად წარმოიდგინეთ.
13. მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოთ ღიმილი, დაიჭიროთ და არ გაუშვათ.
14. დიეტის დროს მთავარია, იმაზე ადრე დაწვეთ დასაძინებლად, სანამ მოგშივდებათ.
15. შოკოლადთან ბრძოლას არ გირჩევთ, დამარცხებული მხოლოდ თქვენ დარჩებით.