როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, კლუბის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
იხილეთ ვიდეო
თვითმფრინავიდან "ბარსელონას" ფეხბურთელები და დელეგაციის წევრები ავტობუსში ჩასხდებიან და სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაემგზავრებიან.
თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
გასაკვირი არ არის, რომ ფოტორეპორტიორების განსაკუთრებული ინტერესი ქალთა ცნობილმა გულთამპყრობელმა, მესიმ დაიმსახურა. თავისი ცნობილი სვირინგებით, იგი სხვადასხვა რაკურსით ჩანს თბილისში გადაღებულ პირველ ფოტოებში.
იხილეთ ვიდეო