არავის უყვარს სტომატოლოგთან მისვლა, რადგან მიუხედავად ახალი ტექნოლოგიებისა, ეს ტკივილთან და უსიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება.
მაგრამ იაპონელი ექიმის, კაზუე იამაგაშის დამსახურებით, მალე დავივიწყებთ ბორმანქანასა და ბჟენებს.
მეცნიერმა რევოლუციური აღმოჩენა გააკეთა – პასტა, რომელიც ძალიან სწრაფად და აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ავსებს ღრმულებსა და ბზარებს კბილებზე, ასევე, აღადგენს ემალს.
იამაგაშის კბილის პასტა შეიცავს თითქმის იმავეს, რასაც ბჟენი და მისი წასმა შეგიძლიათ კონკრეტულად კბილის ბზარზე ან ღრმულზე. იამაგაშიმ პასტის რეცეპტი მრავალი ექსპერიმენტის შედეგად მიიღო.
პასტა შემდეგნაირად მოქმედებს: თავდაპირველად ნივთიერებაში შემავალი მჟავა ოდნავ ხსნის გაბზარულ ემალს, ხოლო რამდენიმე წუთში პასტა კრისტალდება და ხელოვნური მასალა მჭიდროდ ჩაშენდება კბილის ბუნებრივ ემალში.
გარდა ბზარებისა და ღრმულებისა, პასტას ძლიერი ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
ინოვაციური პასტის ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ამ სასწაულმოქმედი პასტით განკურნებული კბილი არაფრით განსხვავდება ჯანმრთელისგან. განსხვავება მიკროსკოპის ქვეშაც შეუმჩნეველია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოგონება სტომატოლოგის საქმეს საგრძნობლად შეამცირებს, ის გახდება უამრავი იმ ადამიანის ხსნა, რომელსაც პანიკურად ეშინია სტომატოლოგის.