პოლიფაზური ძილს მეცნიერები უკავშირებენ აღორძინების ხანის გენიალური მხატვრისა და გამომგონებლის, ლეონარდო და ვინჩის სახელს. უამრავი იდეის განსახორციელებლად შემოქმედს დრო სჭირდებოდა, რომელიც კატასტროფულად არ ყოფნიდა.
გამომგონებელმა აქაც მონახა გამოსავალი: მან ჩვეულებრივი ღამის ძილი რამენიმე ნაწილად დაყო და პოლიფაზური გახადა. ამის შემდეგ ის იძინებდა 15 წუთით ყოველ 4 საათში ერთხელ. შედეგად ძილის საერთო ხანგრძლოვობა შემცირდა დღეში საათნახევრამდე. ახლა დავინჩის შეეძლო დასვენებისთვის განკუთვნილი დრო შემოქმდებისთვის დაეთმო. ასეთი პოლიფაზური ძილი ჰქონდა ხელოვანს თავისი ცხოვრების მრავალი წლის მანძილზე და საერთოდ არ განიცდიდა დაღლილობას.
ცნობილია, რომ ფიზიოლოგიურად სამუშაოსთვის და შემოქმედებისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო – ძილის შემდეგ არის. ამ დროს ორგანიზმის შრომისუნარიანობა ყველაზე მაღალია.
გენიოსის მიმდევრების პრაქტიკებმა და კვლევებმა გამოავლინა პოლიფაზური ძილის რამდენიმე ყველაზე "მუშა" პრაქტიკა:
• 30 წუთიანი ძილი ყოველ 6 საათში (dymaxion-ის რეჟიმი)
• 20 წუთიანი ძილი ყოველ 4 საათში (uberman-ის რეჟიმი)
• ღამით 1,5-3 საათიანი ძილი, ხოლო შემდეგ 20 წუთიანი 2-ჯერ დღეში (everyman-ის რეჟიმი)
• 2 საათიანი ძილი ღამით, ხოლო შემდეგ 20 წუთიანი – შუადღეს (tesla-ს რეჟიმი);
• ღამით 5 საათიანი ძილი, ხოლო შემდეგ დღის განმავლობაში 1,5 საათიანი (siesta-ს რეჟიმი)
და ეს მართლაც მუშაობს!
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ორგანიზმი ინდივიდუალურია და პოლიფაზური ძილის ფორმა ყველასთვის მისაღები არ არის. თუკი გადაწყვეტთ გადახვიდეთ ძილის რომელიმე ზემოთ მოცემულ რეჟიმზე, გირჩევთ, დროებით უარი თქვათ ავტომობილის მართვაზე და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქამდე, სანამ არ გაერკვევით, კონკრეტულად რამდენი საათით შეგიძლიათ შეამციროთ თქვენი ძილის დრო.