51 წლის აზიური წარმოშობის ბრიტანელ ვენდი ჰოლტს ექიმებმა მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. არადა, არც ასაკი, არც ცხოვრების წესი, არც ეთნიკური წარმოშობა, არც ოჯახური ანამნეზი ქალს "რისკის ზონაში" არ ამყოფებდა. მაშინ რაში იყო საქმე?
დიაგნოსტიკურმა ტესტებმა აჩვენა, რომ ქალს არა მხოლოდ ერთი დიდი სიმსივნე ჰქონდა, როგორც ჩვეულებრივ ხდება, არამედ ბევრი პატარ-პატარა.
როგორც აღმოჩნდა, ვენდი ხშირად საკუთარ მობილურ ტელეფონს ლიფში ინახავდა! სწორედ მკერდის იმ მხარეს, სადაც ქალი ტელეფონს იდებდა, წარმოიქნმა მიკრო-სიმსივნეები!
ვენდისთვის ტელეფონის ბიუსტჰალტერში შენახვა ჩვევად იქცა, მოხერხებულობის გამო ამ ჩვევას ქალი დაახლოებით 10 წელი მისდევდა. როცა ვენდის მკერდი გაუსივდა, ექიმს მიაკითხა, ჰოლტს შორს წასული მკირდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სამწუხაროდ, მეტასტაზები ფილტვებსა და ლიმფურ ჯირკვლებზეც იყო გადასული.
ახლა კი ამ ძლიერმა ქალმა გადაწყვიტა, საკუთარი ისტორია სხვებისთვის ეამბო.
"ადამიანები შესაძლოა, არ დაეთანხმონ ჩემს თეორიას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მიზეზი სწორედ ამაშია. და არ მინდა, რომ ვინმეს ასევე დაემართოს", - ამბობს ვენდი.
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან?
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ უნდა მოერიდოთ მობილური ტელეფონით პირდაპირ კავშირს თქვენს კანთან. შეინახეთ ის ჩანთაში და არა სხეულთან ახლოს. და არასოდეს დაიდოთ ახლომახლო ტელეფონი ძილის დროს.