დაფნის ფოთოლი ყველა დიასახლისის საყვარელი და საჭირო სანელებელია. მის გარეშე თითქმის არც ერთი კერძი არ მზადდება. თუმცა, დაფნას სამკურნალო თვისებებიც აღმოაჩნდა და სწორედ მათ შესახებ მოგითხრობთ.
დაფნის ფოთოლს შეუძლია:
ტკივილის შემსუბუქება;
ნერვული სისტემის დამშვიდება;
ოფლის გამოყოფის სტიმულირება;
ორგანიზმის ტონუსის ამაღლება;
ტვინის მუშაობის გააქტიურება.
ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების გარდა, დაფნის ფოთოლის ზეთს მწერების მოგერიებაც შეუძლია.
ახლა კი რამდენიმე რეცეპტი ქალებში ყველაზე გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ:
ვენების გაგანიერებისა და სისხლძარღვების დაავადების დროს
30 გრამი დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ და დაასხით 1 ჭიქა ზეთი. კარგად შეფუთეთ და 2 კვირით ბნელ ადგილას დადგით. დროდადრო ნაყენი უნდა შეანჯღრიოთ. ვადის გასვლის შემდეგ გადაწურეთ და ცივ ადგილას შეინახეთ.
გამოყენების წინ აუცილებლად შეათბეთ და პრობლემურ ადგილზე წაისვით. ზემოდან კი შემოიხვიეთ თბილი ნაჭერი.
დაფნის ზეთის გამოყენება შეგიძლიათ ლიმფური კვანძების ანთების, თავის ტკივილისა და ყურების ანთების დროს.
თავის ტკივილის დროს, საფეთქლები დაფნის ზეთით დაიზილეთ.
დაფნის ფოთოლს ასპირინის შეცვლაც შეუძლია, მას ტემპერატურის დამწევი თვისება აქვს. მოგიხსნით კუჭ-ნაწლავის პრობლემას, გააუმჯობესებს ღვიძლისა და თირკმლების მუშაობას, აუმჯობესებს მადას. ნაღვლის ბუშტის მუშაობა რომ დაარეგულიროს, ერთ ჭიქა მაწონს რამდენიმე წვეთი დაფნის ზეთი დაუმატეთ და ძილის წინ დალიეთ.
დაფნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პროფილაქტიკური საშუალება, მას იმუნიტეტის ამაღლებაც შეუძლია.