კიბოთი დაავადებული მოზარდების დასახმარებლად შექმნილმა ბრიტანულმა საქველმოქმედო ფონდმა (The Teenage Cancer Trust) გამოავლინა, რომ მოზარდებში დიაგნოსტირებული კიბოს ყოველი მესამე შემთხვევა ბოლო სტადია იყო. მეტიც, ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდების 29% და მათი მშობლები არ აქცევენ ყურადღებას კიბოს აშკარა სიმპტომებს.
მეცნიერებმა კიბოს 5 ყველაზე სახიფათო სიმპტომი გამოავლინეს, რომელთა უყურადღებოდ დატოვებაც არაფრით არ შეიძლება.
ხანგრძლივი ტკივილი
თუკი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძნობთ ტკივილს, რომელსაც ხანდახან წამალიც არ გიყუჩებთ, - სასწრაფოდ მიაკითხეთ ექიმს.
სიმსივნეები, შეშუპება, კოპები და სიმკვრივეები
კანქვეშ რაიმე უცნაური წანაზარდი შეამჩნიეთ? ეს შეიძლება ცუდის ნიშანი იყოს. ამიტომაც სასწრაფოდ გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.
ექსტრემალური დაღლილობა
თუკი გამუდმებით გაქვთ დაღლილობის შეგრძნება და ეს უმიზეზოდაც ხდება: მაგალითად, გამოუძინებლობის, არასწორი კვების ან ავადმყოფობის გამო, - ეს ექიმთან მისვლის მიზეზია.
წონის საგრძნობი კლება
თუკი რაიმე ძალისხმევის გარეშე კარგავთ კილოგრამებს, ეს ნერვიულობის სერიოზული მიზეზია. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, რომ ეს კიბოს მიზეზი იყოს, მაგრამ გაკონტროლება საჭიროა.
ხალის ფორმის შეცვლა
მელანომის ერთ-ერთი ყველაზე აშკარა სიმპტომია ხალის ფორმის ცვლილება. თუკი ერთ-ერთმა მათგანმა პირვანდელი სახე დაკარგა ან ფერი შეიცვალა, მაშინვე მიაკითხეთ ონკოლოგს.