ყველამ ვიცით, რომ მწეველებს, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, სერიოზული პრობლემები აქვთ ფილტვებზე. და არა მარტო მათ.
რა თქმა უნდა, ბევრი რამ გარემო პირობებსა და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, მაგრამ გენეტიკური ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს ამ შემთხვევაში.
საბედნიეროდ, ამ პრობლემით დაინტერესდნენ მეცნიერები და ფილტვების გაწმენდის 3-დღიანი გეგმა შეადგინეს. ამბობენ, რომ თუკი ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, 3 დღე სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ საგრძნობი შედეგი მივიღოთ.
დეტოქსიკაციის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია, რომ გამოვრიცხოთ რაციონიდან რძის პროდუქტები. საქმე ისაა, რომ ისინი ლორწოს ფორმირებას უწყობენ ხელს, ეს კი დეტოქსიკაციას ხელს შეუშლის. ასე რომ, რაც უნდა ძალიან გიყვარდეთ რძე და არაჟანი, ამ სამი დღის განმავლობაში მოგიწევთ, უარი თქვათ მათზე.
მაშ ასე, რა უნდა გავაკეთოთ:
1. პირველ დღეს ძილის წინ დალიეთ ბალახების ჩაი (შესაძლებელია მწვანე ჩაიც).
ბალახების ჩაი დაგეხმარებათ, გაათავისუფლოთ ნაწლავები ტოქსინებისგან. ეს კი გადამწყვეტი სტარტია ფილტვების გასუფთავებისთვის, რადგან მათზე დატვირთვა შენელდება.
2. აიღეთ ორი ლიმონი, გამოწურეთ წვენი და დალიეთ უზმოზე.
ვიღაც გააპროტესტებს და იტყვის, რომ ეს კუჭისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ სამი დღით კუჭს არაფერი მოუვა.
თუკი არ შეგიძლიათ სუფთა ლიმონის წვენის მიღება, დასაშვებია შეცვალოთ ის 300 მლ გრეიპფრუტისა და ანანასის წვენისგან მომზადებული კოქტეილით. ორივე ვარიანტი სავსეა ნატურალური ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც განსაკუთრებული ეფექტურობით გამოაქვს ფილტვებიდან ტოქსინები. თქვენ მაშინვე იგრძნობთ შვებას, სუნთქვა ბევრად გაგიადვილდებათ!
3. სამივე დღეს უნდა წმინდოთ სისხლი.
ამისათვის კი საუზმესა და სადილს შორის დალიეთ 300 მლ სტაფილოს წვენი. ასე სისხლის მჟავა-ტუტოვან ბალანსს იდეალურ დონემდე მიიყვანთ.
4. სადილის შემდეგ უნდა დალიოთ კალიუმით მდიდარი 400 მლ წვენი.
ეს შესანიშნავი მატონიზირებელი და გამწმენდი საშუალებაა. საუკეთესო ვარიანტია – შტოშის წვენი. ის გადამწყვეტ როლს თამაშობს ბაქტერიებთან ბრძოლაში, იმ ბაქტერიებთან, რომლებმაც მოიცვეს ფილტვები.
5. დღის ბოლოს მიიღეთ ცხელი აბაზანა.
დაჰყავით აბაზანაში 20 წუთი. მეტი ეფექტურობისთვის დაუმატეთ მასში ცოტაოდენი ევკალიპტის ზეთი. ეს შესანიშნავად მუშაობს!