თუკი ჩვენს სახეს დავაკვირდებით, ბევრს თუ არა, რამდენიმე ნაოჭს და პიგმენტურ ლაქას მაინც აღმოვაჩენთ. მაგრამ გარდა იმისა, რომ ცვლილებები სახეზე ასაკობრივია, ის შესაძლოა, ბევრ სხვა რამეზეც მიუთითებდეს.
წამყვანი მეცნიერებისა და ექიმების აზრით, ადამიანის სახე და გარეგნობა პირდაპირ კავშირშია სხეულის სხვა ნაწილებთან. ამიტომაც თუკი ყურადღებით დავაკვირდებით საკუთარ თავს, გავიგებთ, რა სიგნალებს გვაწვდის ჩვენი სხეული და რა საშიშროებაზე გვაფრთხილებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
თქვენს სახეზე არსებულ ყოველ ხაზს, ყოველ პატარა ნაოჭს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. პიგმენტური ლაქების გაჩენაც სახეზე შემთხვევითი არ არის! გაინტერესებთ, რას აღნიშნავს თითოეული ნაოჭი და ლაქა თქვენს სახეზე? წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული განმარტებები.
1. ჰორიზონტალური ღრმა ხაზები შუბლზე
მათ ხშირად "შფოთვის ხაზებს" უწოდებენ, რადგან თითქოს გონებაში უამრავ სტრესს ინახავენ. თუკი ეს ხაზები თქვენს შუბლზეც აშკარად შეიმჩნევა, ესე იგი, დასვენება და მოდუნება გჭირდებათ. დროა, აიღოთ შვებულება და დაისვენოთ!
ასევე, ეს ზონა კუჭთან არის კავშირში. შესაძლოა, ბევრ შაქარს მიირთმევთ ან თქვენს რაციონში მეტი ცხიმია. ასევე, ალბათ ცოტა წყალს სვამთ.
თუკი შუბლზე ეს ხაზები გაგიღრმავდათ, ღირს, რომ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და გააკონტროლოთ ის, თუ რას ჭამთ.
2. ნაოჭი წარბის მარჯვენა კიდესთან
ვერტიკალური ნაოჭი ამ ადგილას – ღვიძლის სისუსტის აშკარა ნიშანია. თუკი გსურთ ეს ნაოჭი თქვენი სახიდან წაიშალოს, აუცილებელია მიხედოთ ამ შინაგან ორგანოს.
დაიწყეთ მეტი მწვანე ბოსტნეულით, ტკბილი ხილით და ხორბლის პროდუქტებით. შეამცირეთ ყავა, ცხარე და მლაშე საკვები. თუკი გრძნობთ, რომ ღვიძლის მეტად სერიოზული პრობლემა გაქვთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს!
3. ნაოჭი წარბის მარცხენა კიდესთან
თქვენი სახის ეს ზონა პირდაპირ კავშირშია "ნაღვლის ბუშტთან". ამიტომაც ნაოჭები ამ ადგილას სწორედ ამ ორგანოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.
ნაღვლის ბუშტის და მასთან კავშირში მყოფი კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობა შაქრის გადაჭარბებული დოზის მიღებით შეიძლება იყოს შენელებული. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ თქვენს რაციონში ეს პროდუქტი ბევრი არ არის. ჩირები ნამცხვრის მაგივრად – შესანიშნავი დასაწყისი იქნება!
4. ნაოჭი ცხვირის დასაწყისში
ასეთი ხშირად არ გვხვდება, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ნაოჭი ამ ადგილასაც უჩნდება. საერთოდ, მისი გაჩენა სეზონურ ალერგიაზე მიუთითებს.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს ადგილი თქვენს ლიბიდოსთანაც არის კავშირში. თუკი ცხვირის დასაწყისში გაგიჩნდათ ნაოჭი, შესაძლოა, სექსის ნაკლები მოთხოვნილება გაქვთ, ვიდრე უწინ. ან იქნებ დროა, ნაკლები ინერვიულოთ და მიირთვათ პროდუქტები, რომლებსაც "აფროდიზიაკებს" უწოდებენ.
5. ნაოჭები თვალის კუთხეებთან
ნაოჭების ამ პოპულარულ სახეობას "ბატის ფეხებსაც" უწოდებენ. თუკი არასოდეს გსმენიათ მათ შესახებ, ესე იგი, თქვენ არც ისე ხშირად იცინით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნაოჭები აუცილებლად გექნებოდათ (რაც, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის).
პრობლემა აქ მხოლოდ ერთშია, თუკი ამ ადგილას ნაოჭები განსაკუთრებით შესამჩნევი და ღრმაა, ეს შესაძლოა მხედველობასთან დაკავშირებულ პროგრესირებად პრობლემას უკავშირდება. ამ შემთხვევაში, აჯობებს, მოუკლოთ ტელეფონში ძრომიალს, შეამციროთ ტელევიზორის ყურება და ეცადოთ, დიდხანს არ იჯდეთ კომპიუტერთან.
გარდა ამისა, "ბატის ფეხები" ზოგიერთ შინაგან ორგანოსაც უკავშირდება, მაგალითად, კუჭს, თირკმელსა და ღვიძლს. იქნებ მეტი მოძრაობა და ჯანმრთელ კვებაზე გადასვლაც გარგებდათ.
{{ArticleSplitCont}}
6. წრეები თვალების ქვეშ და შეშუპებული უპეები
ჩვენ ყველა ვხედავთ მათ დილით ადრე სარკეში ჩახედვისას, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ვერ გამოვიძინეთ. მაგრამ თუკი ჩაშავებული თვალები და შეშუპება ყოველდღიურად გაქვთ, ესე იგი, თირკმელებში გაქვთ რაღაც პრობლემა. დაიწყეთ მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღება, ასევე, ეცადეთ მიიღოთ მეტი სითხე მთელი დღის განმავლობაში.
დიდზე შეშუპებული თვალის უპეები შესაძლოა სისხლძარღვების პრობლემებზე მიუთითებდეს. ამ შემთხვევაში კანის ცუდ ცირკულაციას უნდა ებრძოლოთ! იოგა ან მასაჟი მშვენიერი გამოსავალი იქნება. თუკი ფიქრობთ, რომ ეს თქვენი სერიოზული პრობლემა ხდება, მაშინ აჯობებს, ეჩვენოთ ექიმს.
7. პიგმენტური ლაქები ლოყებზე
თუკი ლოყებზე ღია და მუქი ფერის ლაქები გაგიჩნდათ, ეს შესაძლოა რამდენიმე შინაგანი ორგანოს პრობლემასთან იყოს დაკავშირებული. პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად ცუდად იკვებებით.
მეორეც, ალბათ ეწევით. რადგან სავარაუდოდ, სუსტი ფილტვები გაქვთ. აუცილებლად უნდა დაიწყოთ სუნთქვითი ვარჯიშები და ეცადოთ, ისწავლოთ სუნთქვის კონტროლი. ეფექტურად ასუფთავებს ფილტვებს დილის სირბილი.
ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ეს რეკომენდაცია.
8. გამონაყარი და სიწითლე ცხვირის წვერზე
წითელი ცხვირის წვერი შეიძლება იყოს ან არც იყოს პრობლემა, მაგრამ აი, გამონაყარი და პლუს სიწითლე ამ ადგილას სისხლის მიმოქცევის ცუდ მუშაობაზე მიუთითებს. თქვენ მაღალი არტერიული წნევის რისკქვეშ იმყოფებით. თუკი ეს პრობლემა დიდი ხანია გაქვთ და უკვე რამდენიმე წელია ყურადღებას არ აქცევთ ამას, შესაძლოა, დროა, მიაკითხოთ ექიმს.
თქვენი გულის ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა. მოერიდეთ ცხარე საკვებს, ალკოჰოლსა და ყავას. სასარგებლო ცხიმებს კი, რომელიც აუცილებელია თქვენთვის, შეიცავს ავოკადო და თევზი. ისინი ბევრად გემრიელია, შეამოწმეთ!
9. ნაოჭები ტუჩის კუთხეებთან
ბევრ ადამიანს აქვს სახის ამ ზონაზე ვერტიკალური ნაოჭები. ეს წერტილები კი პირდაპირ არის დაკავშირებული მსხვილი ნაწლავის ნერვებთან! ამ შინაგან ორგანოს ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგრამ მისი ჯანმრთელობა პირდაპირ მოქმედებს თქვენი ცხოვრების ხარისხზე სიბერეში.
საბედნიეროდ, მისი აღდგენა და ჯანმრთელობის შენარჩუნება საკმაოდ მარტივია: უნდა მიირთვათ უჯრედისებით და D ვიტამინით მდიდარი საკვები. ცოტაოდენი ფიზიკური დატვირთვა, მეტი სითხე და ყველაფერი წესრიგში იქნება!
10. სიცილის ნაოჭები
როგორც წესი, ამ ადგილას ღრმა ნაოჭები უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ბევრს, ხმამაღლა და ხშირად იცინიან. სიცილი, როგორც იცით, სასარგებლოა როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც უნდა გიყვარდეთ ეს ნაოჭები!
მეორე მხრივ, თუკი არც ისე ხშირად იცინით, მაგრამ ნაოჭები ამ ადგილას მაინც გაგიჩნდათ, შესაძლოა, ეს კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემებს უკავშირდებოდეს. დაუმატეთ რაციონში შავი მოცხარი, ალუბალი, ყურძენი, ნიორი და ისპანახი.
{{ArticleSplitCont}}
11. ნაოჭები ტუჩებს ზემოთ
ყველა ადამიანს, თუნდაც სიბერეში, არ უჩნდება ნაოჭები ამ ადგილას. მაგრამ ისინი, ვისაც აქვს ნაოჭები ტუჩს ზემოთ, უეჭველი მწეველები არიან. მოწევა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია იმისა, რომ ამ უჩვეულო ადგილას ჩნდება ნაოჭები.
ასევე, ეს ზონა პირდაპირ კავშირშია "ნაღვლის ბუშტთან". სცადეთ და დაამატეთ თქვენს რაციონში თალგამი და სტაფილო. იმისათვის, რომ გაიწმინდოს ნაღვლის ბუშტი, უმჯობესია, იკვებოთ ხშირად და ცოტ-ცოტა.
12. ლაქები ტუჩებზე
ტუჩებზე გაჩენილ ლაქებს შეიძლება რამდენიმე ახსნა ჰქონდეს. ისინი შესაძლოა იყოს ცუდი სისხლის მიმოქცევის ინდიკატორი (ამ შემთხვევაში რეკომენდებულია იოგა), ასევე, მსხვილი ნაწლავის პრობლემაზე მიუთითებდეს და ღვიძლის სისუსტესაც მოასწავებდეს. იმისათვის, რომ ეს ალბათობები გამოვრიცხოთ ან დავადგინოთ, რა გვაწუხებს, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.
13. ორმაგი ნიკაპი
ადამიანებს, რომლებსაც ყელზე უნაოჭდებათ და ეკიდებათ კანი, სავარაუდოდ, ზედმეტი წონა აქვთ. ეს განსაკუთრებით ჩვენს დროშია აქტუალური, რადგან ბევრს ვჭამთ და ცოტას ვმოძრაობთ.
მიუხედავად ამისა, ეს ადგილი ფარისებრ ჯირკვალსაც აკონტროლებს. იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, აუცილებელია მიიღოთ თუთია აბებში და თუნდაც დროებით უარი თქვათ პურზე და საერთოდ, ცომეულზე.
14. "რგოლი" თვალის კაკალზე
საკუთარი თავის მონიტორინგის დროს შეგიძლიათ შეამოწმოთ არა მხოლოდ კანი, არამედ თვალებიც. თუკი თვალის ფერად გარსსა და თეთრ ლიბრს შორის რგოლი შენიშნეთ, შესაძლოა, სისხლში მაღალი ქოლესტერინი გქონდეთ.
ამას კი ხშირად სერიოზული პრობლემები მოაქვს – მათ შორის ინფარქტი და გულის სხვა დაავადებები. საბედნიეროდ, თქვენ უამრავი მეთოდით შეგიძლიათ გააკონტროლოთ სისხლში ქოლესტერინის დონე. მიირთვით მეტი ბოსტნეული და ნაკლები ტრანს-ცხიმებით მდიდარი საკვები. დაუმატეთ რაციონში სოიოს სოუსი და ნიგოზი.
15. შესამჩნევი ვენები საფეთქლებთან
თუკი საფეთქლებთან შესამჩნევი ვენები გაქვთ, ეს შესაძლოა ჰიპერტონიის ნიშანი იყოს. როგორც ჩანს, სტრესში იმყოფებით და ამასთან სასწრაფოდ გამკლავება გესაჭიროებათ. თუკი საჭიროა, სამსახურიდანაც გაეთავისუფლეთ. ხშირად ისეირინეთ სუფთა ჰაერზე, დაკავდით იოგით ან გაემგზავრეთ დაუგეგმავ შვებულებაში. ეს სახუმარო თემა არ არის!
გარდა ამისა, მიირთვით ბევრი ბანანი და ნელ-ნელა უარი თქვით მარილზე. როგორც კი წნევა დაბლა დაიწევს, თქვენი ვენა ნაკლებშესამჩნევი გახდება.
16. ნაოჭები ტუჩს ქვემოთ
ბევრ ადამიანს ორმაგი ნიკაპი აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ თქვენს ცხოვრებაში ზედმეტად მეტი ნეგატივი და პესიმიზმია.
გათავისუფლდით ბრაზისგან. შეეცადეთ, მოერიდოთ იმედგაცრუებებსა და ნეგატივს ნებისმიერი მეთოდით. როგორც ხედავთ, თქვენ შიგნით არსებული სამყარო თქვენს სახეზე აშკარად აისახება!