როგორც ცნობილია, თაფლი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იმუნო-სტიმულატორია, რომელიც ყველანაირი ანთების, ბაქტერიისა და ვირუსის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მისი მიღება რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავისა და სხვა დაავადებების დროს.
გოგრის სასარგებლო თვისებების შესახებაც ბევრი გვსმენია. ხოლო ამ ორი იმუნო-მასტიმულერებელი ბომბის თანხვედრა ჩვენი ორგანიზმისთვის ნამდვილი სიცოცხლის ელექსირი იქნება.
აიღეთ მოზრდილი გოგრა (დაახლოებით 9 კგ), გაასუფთავეთ კანისგან და გაატარეთ თესლებიანად. დაუმატეთ ფაფას 5 კგ თაფლი და კარგად აურიეთ. გააჩერეთ 10 დღე, ოღონდ რეგულარულად ურიეთ. მე-11 დღეს გაწურეთ მარლის მეშვეობით, რბილობი გადააგდეთ. სვით მიღებული წვენი დღიში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 50-50 გრამობით.
იმისათვის, რომ ღვიძლი გაიწმინდოს გადატანილი ჰეპატიტის ან ძლიერი პრეპარატების მიღების შემდეგ, გოგრის თაფლის სასარგებლო თვისებები ამ დროს ნამდვილად შეუცვლელი იქნება.
გოგრის თაფლის შემდეგი რეცეპტი:
აიღეთ საშუალო ზომის გოგრა, მოაჭერი თავი და ამოაცალეთ ხის კოვზით თესლი.
შემდეგ გაავსეთ გოგრა თაფლით (სასურველია, აკაციის), ოდნავ მოურიეთ, დააფარეთ გოგრის მოჭრილი "თავსახური", ჰერმეტულობისთვის, გოგრის თავის გადანაჭრელზე დააფინეთ ჩვ ეულებრივი ცომი.
დადგით თაფლით სავსე გოგრა ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე და გააჩერეთ 10 დღის განმავლობაში.
მე-11 დღეს დაიწყეთ თითო სუფრის კოვზი გოგრის თაფლის მიღება დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. სრული კურსი 20 დღე.
იმისათვის, რომ აღადგინოთ ნაწლავების ფუნქციები და ორგანიზმიდან გამოდევნოთ შლაკები, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი, საკმაოდ გემრიელი კერძების რეცეპტებით:
აიღეთ დაახლოებით 150 გ წითელი, ტკბილი გოგრა. გაასუფთავეთ კანისა და თესლისგან, დაჭერით კუბიკებათ და შეწვით ტაფაზე, რომელზეც წინასწარ კარაქს გაადნობთ.
გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით თაფლი და მოაყარეთ ნიგოზი, ან თხილი.
სცადეთ მეორე ვარიანტიც
დაგჭირდებათ: გოგრა, სტაფილო, თაფილი და არაჟინი.
მომზადების წესი:
გახეხეთ გოგრა მსხვილ სახეხზე, ხოლო სტაფილო – წვრილზე.
გოგრის ფენას ზემოდან მოადეთ სტაფილოს ფენა.
ცალკე ათქვიფეთ არაჟანი და თაფლი. მოასხით გოგრისა და სტაფილოს ფენებს ზემოდან და გემრიელად მიირთვით.
გოგრის თესლი ორგანიზმიდან ჭიების გამოსადევნად
მიირთვით ძილის წინ 100 გ გოგრის თესლი თაფლთან ერთად, დილით კი, უზმოზე – 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი. არაფერს ისე ეფექტურად არ გამოაქვს ორგანიზმიდან ჭიები, როგორც ამ მეთოდს.
ასევე გოგრის თესლი რეკომენდებულია ტოქსიკური ორსულობის დროს.
ამდენ სასარგებლო თვისებასთან ერთად გოგრას უკუჩვენებაც აქვს. ის არ არის რეკომენდებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს, გასტრიტისა და მაღალმჟავიანობისას, ასევე შაქრის დიაბეტის დროს.
ასევე უნდა დავიცვათ გოგრის შენახვის წესებიდ. რეკომენდებულია 2-15 გრადუსი ტემპერატუდა. და არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ გოგრა მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ (უმჯობესია, დააფაროთ რაიმე ნაჭერი).