ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული რამდენიმე კვლევის შედეგად გამოვლინდა პროდუქტები, რომლებიც საგრძნობლად ცვლიან (თანაც უარესობისკენ) სხეულის სუნს.
პირველი და საკმაოდ არასაპატიო ადგილი რეიტინგში ალკოჰოლს მიენიჭა. ცნობილია, რომ ალკოჰოლის გადამუშავება, ისევე როგორც სხვა ყველაფრის, ღვიძლის მიერ ხდება. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის 10 % გამოიყოფა ოფლით, შარდითა და ამონასუთქით.
მეორე ადგილზე, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხორცია. მიზეზი იმაშია, რომ ხორცპროდუქტების მოყვარულები, ვეგეტარიანელებისგან განსხვავებით, მძაფრი სუნის მქონე ოფლს გამოყოფენ.
მესამე ადგილზე საკმაოდ ცუდი რეპუტაციის (მან ეს დახასიათება თავისი სპეციფიკური სუნის გამო მიიღო) მქონე პროდუქტი - ნიორია. ნივრის მოყვარულს არა მხოლოდ პირიდან სუნი გასცემს, არამედ ოფლისაც, რამეთუ ეს პროდუქტიც საოფლე ჯირკვლების მეშვეობით გამოიყოფა.
ბოლო ადგილები ასეთი პროდუქტების რეიტინგში სოიოს, მის პროდუქტებსა და ისპანახს შეხვდა. ამ პროდუქტების გადამუშავებისას ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ტრიმეტილამინს, რომელიც ოფლთან ერთად გამოიყოფა და სხეულს უსიამოვნო, თევზისმაგვარ სუნს ანიჭებს.