სიახლე

საუზმემდე მოსასწრები საქმეების სია – ამას აკეთებენ წარმატებული ადამიანები

საუზმემდე მოსასწრები საქმეების სია – ამას აკეთებენ წარმატებული ადამიანები
ჩათვალეთ, რომ ეს ან დახვეწილი იუმორია, ან მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმებში ზეადამიანები (ან უცხოპლანეტელები) სხედან. ასეა თუ ისეა, მაგრამ ამ 14 პუნქტისგან შემდგარმა სიამ ძალიან გაახალისა ევროპელი ჟურნალისტები და სოციალური ქსელის მომხმარებლები. ამიტომაც თქვენც გიზიარებთ.

საშუალოსტატისტიკური მოქალაქის ჩვეულებრივი დილა იწყება იმით, რომ ის მას მერე დგება ლოგინიდან, რაც რამდენჯერმე უკვე გადააყენა მაღვიძარა "კიდევ 10 წუთი" დავიძინებ. შემდეგ ნახევრადგახელილი თვალებით ცდილობს დაათვალიეროს საკუთარი თავი სარკეში და ფიქრობს, აუცილებელი არის თუ არა თავის დაბანა.

მაგრამ "მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის" "თვითერზე" გამოაქვეყნეს სია, რომელში
შემავალი პუნქტებიც იმაზე მიუთითებს, რომ სანამ დილის ომლეტის მირთმევას შევუდგებოდეთ, მინიმუმ კილიმანჯარო უნდა დავიპყროთ და მთელ მსოფლიოში მშვიდობა და ვამყაროთ. რა

და აი, ის არაჩვეულებრივი 14 პუნქტი, რომელსაც წარმატებული ადამიანები საუზმემდე აკეთებენ:

  1. იღვიძებენ ადრე.
  2. სვამენ წყალს.
  3. ვარჯიშობენ
  4. მუშაობენ პრიორიტეტულ ბიზნეს-პროექტებზე.
  5. მუშაობენ პირად პროექტებზე.
  6. ატარებენ ძვირფას წუთებს ოჯახში.
  7. საუბრობენ მეუღლეებთან.
  8. ალაგებენ საწოლს.
  9. უკავშირდებიან კოლეგებს, სანამ ყავას მიირთმევენ.
  10. ატარებენ მედიტაციას, რათა აზრებს მოუყარონ თავი.
  11. ადგენენ იმ ყველაფრის სიას, რისთვისაც ღმერთის მადლობლები არიან.
  12. ისახავენ გეგმებსა და სტრატეგიებს ფხიზელ გონებაზე.
  13. ამოწმებენ ელექტრონულ ფოსტას.
  14. ეცნობიან სიახლეებს.

ახლა თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა იყოთ წარმატებული...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
მარი
....და ამასობაში მოვიდა საღამო:)
11:19 / 25-12-2018
გამოხმაურება / 0 /
მძინარა
რომელზე იღვიძებენ ნეტავ ამ ყველაფერს რომ ასწრებენ?
00:10 / 08-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93