სიახლე

დეპრესიის მკურნალობის 10 ყველაზე ეფექტური ბუნებრივი მეთოდი

დეპრესიის მკურნალობის 10 ყველაზე ეფექტური ბუნებრივი მეთოდი
დეპრესიისგან 340 მილიონი ადამიანი იტანჯება. ეს მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 5%-ია. დეპრესია - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობის ფორმაა.
სამწუხაროდ, დეპრესიის ნიშნების ამოცნობა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მისი მკურნალობა ექიმისა და ფსიქოაქტიური წამლების გარეშე შესაძლებელია.

იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, დაიწყოთ ახალი, ბედნიერი ცხოვრება.

1. მედიტაცია


ექიმი ელიზაბეთ ჰონჯი ირწმუნება, რომ "ყურადღების მედიტაციას" შეუძლია შფოთვებისა და სხვა აშლილობების ეფექტურად განკურნება.
სტრესის შესამსუბუქებლად საჭიროა მედიტაციას 5-30 წუთი დავუთმოთ ყოველდღიურად.
ყველაფერი, რაც ამისთვის გვჭირდება, არის წყნარი ადგილი, სადაც არავინ შეგვაწუხებს. გამორთეთ
კომპიუტერი და ტელეფონი. კონცენტრირება მოახდინეთ სუნთქვაზე, მაგრამ ნუ იფიქრებთ მასზე. დაითვალეთ ამოსუნთქვები - ნულიდან ათამდე. და მერე ისევ თავიდან...
დაიწყეთ 5 წუთით და შემდეგ ყოველდღიურად უმატეთ დროს.


2. მიირთვით В ვიტამინის შემცველი მეტი პროდუქტი


В ჯგუფის ვიტამინები ტვინს ეხმარება ქიმიკატების წარმოებაში, რომლებიც ხასიათზე ზემოქმედებენ.
დაამატეთ რაციონში სკუმბრია, შვეიცარული ყველი, ისპანახი, ბულგარული წიწაკა, ხორცი, კვერცხი და უცხიმო რძე.

3. დაისახეთ ახალი მიზნები


დაიწყეთ ელემენტარულით - დაისახეთ მიზნად ჭურჭლის გარეცხვა ჭამის შემდეგ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ, რაც უფრო ხშირად მიაღწევთ, პატარა, მინიატურულ მიზნებს, მით უფრო გამოგიმუშავდებათ სიხარულის ჰორმონი და წინსვლის სურვილი.

4. შეიტანეთ ძილი დღის სამუშაო გრაფიკში


დეპრესია იწვევს უძილობას. ეცადეთ შუადღეს, ან სამსახურიდან დაბრუნებისას 15-20 წუთით წაუძინოთ. მთავარია, შეეშვათ სმარტფონებს, სანამ დასვენებას დააპირებთ.

5. წამოიწყეთ რაიმე ახალი


დეპრესიის დროს ყურადღების კონცენტრაცია დუნდება. როგორც წესი, როდესაც რაიმეს ისევ და ისევ აკეთებთ - სულ უფრო ყურადღებით გამოგდით. ახალი საქმის დროს ტვინში ქიმიური რეაქცია იცვლება. ეწვიეთ ახალ რესტორანს, მუზეუმს, წაიკითხეთ ახალი წიგნი, ისწავლეთ უცხო ენა.


6. იქონიეთ ურთიერთობა ადამიანებთან, ვისაც ენდობით


საყვარელ ადამიანებთან საუბარს დიდი სარგებლობა მოაქვს. გვეხმარება აზრების დალაგებაში, მოსაუბრის პასუხების მიხედვით დავინახავთ, თუ როგორ გამოიყურება სიტუაცია გვერდიდან. შეხვდით ახლო მეგობრებს, გახსნილად მოუყევით იმაზე, რაც გაწუხებთ.

7. სცადეთ მარტივი სავარჯიშოები


მარტივი აერობიკა, გიმნასტიკა, იოგა და სეირნობა გვეხმარება ენდორფინების - კარგი განწყობის შემქმნელი ჰორმონების გამოყოფაში. რაც უფრო მეტს იმოძრავებთ, მით უფრო პოზიტიური გახდება განწყობა, დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა.

8. აიღეთ საკუთარ თავზე ვალდებულებები



შესაძლოა, ცუდი განწყობისა და დაბალი თვითშეფასების მიზეზი არის ის, რომ თქვენს ცხოვრებაში ნაკლებად არის ვალდებულებები და საზრუნავი. თუ ტვინი არაფრით არის დაკავებული, გვიჩნდება შფოთვები. მოვალეობის გრძნობა დაეხმარება ტვინს სიხარულის ჰორმონების გამომუშავებაში, ეს უკვე ჩვევად გექცევათ და ირგვლივ ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ.

9. სცადეთ სარელაქსაციო ვარჯიშები


ძილის წინ მნიშვნელოვანია სარელაქსაციო პროცედურები: ცხელი აბაზანის მიღება, წიგნის კითხვა ან მედიტაცია.

10. შეწყვიტეთ ყავის სმა


უამრავი ადამიანისთვის დილის ყავა მნიშვნელოვან რიტუალს წარმოადგენს. გაითვალისწინეთ, რომ კოფეინი შეიძლება დეპრესიის მიზეზი გახდეს. იგი იწვევს ძილის პრობლემებს, შფოთვებს. თავიდან, ეცადეთ შეწყვითოთ ყავის სმა სადილის შემდეგ, შემდეგ კი - საერთოდ უარი თქვათ მასზე თანდათანობით. მალევე იგრძნობთ, რომ გაღიზიანება და თავის ტკივილები გაგიქრათ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 8 /
იანა
ყველაზე ეფექტური ახალი მიზნების დასახვა და მათი განხორციელებაა... თუმცა მძიმე დეპრესიის დროს როდესაც სულს აფსოლუტური უსურვილობა მოიცავს და არავინ და არაფერი გინდა მიზნების დასახვაც ძალზედ რთულია ეს რჩევები ალბათ უფრო მსუბუქი დეპრესიის დროს გამოადგეა ადამანს :)
13:18 / 14-12-2017
გამოხმაურება / 0 /
თამ
ყავას შეეშვით ოღონდაც რა :( რაც მოუვათ თავში აზრად ყველაფერს სოც ქსელში წერენ !
20:16 / 03-02-2016
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93