სიახლე

დაადგინეთ თქვენი რეალური ზოდიაქოს ნიშანი - საინტერესო ტესტი, რომელიც მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა

დაადგინეთ თქვენი რეალური ზოდიაქოს ნიშანი - საინტერესო ტესტი, რომელიც მილიონზე მეტმა ადამიანმა მოიწონა

გგონიათ, რომ საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს არაფრით ჰგავხართ? გაეცით კითხვებს პასუხი და ჩვენ დაგიდგენთ, რომელი ზოდიაქოს ნიშანი ხართ სინამდვილეში.



1. დიდი წვეულებისთვის ემზადებით, სადაც თქვენი მეგობრებიც იქნებიან. რომელი ფერის კაბას ჩაიცვამთ:
შავს ან ლურჯს;
წითელს ან ვარდისფერს:
თეთრს;
მწვანეს ან ყვითელს.

2. თქვენი საყვარელი სეზონია:
შემოდგომა;
ზაფხული;
გაზაფხული;
ზამთარი.

3. კვებაში უპირატესობას ანიჭებთ:

ცხარეს;
ტკბილს;
მჟავეს;
მლაშეს.

4. ახლობლები თქვენზე ამბობენ, რომ თქვენ ხართ:

ემოციური, მგრძნობიარე, კეთილი
და გამგები;
აქტიური, ენთუზიაზმით აღსავსე და საქმოსანი;
პრაქტიკული, საიმედო და შრომისმოყვარე;
მხიარული, მეოცნებე, საზრიანი და კომუნიკაბელური.

5. თქვენი ნაკლოვანებებია:

სიჯიუტე და პესიმისტური განწყობა;
სიზარმაცე და უხასიათობა;
ჭორების სიყვარული და ორპირობა;
ფეთქებადობა და აგრესიულობა.

6. მოგწონთ მუშაობა:

შენობაში, სადაც ბევრი ფანჯარა და შუქია;
კომფორტულ ოფისში;
სუფთა ჰაერზე;
მაქსიმალურად მშვიდ ადგილზე.

7. თქვენი ვიზუალის გამოკვეთილი დეტალია:

ლამაზი თმა;
გამოკვეთილი სახის ნაკვთები;
ლამაზი სხეული;
სექსუალური სიარული და მოძრაობა.

8. დღის მონაკვეთი, როცა თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობთ:

დილა;
ღამე;
საღამო;
დღე.

9. ჩამოთვლილი კონტინენტებიდან სად ისურვებდით დასვენებას:

აზია ან ავსტრალია;
სამხრეთი და ჩრდილოეთი ამერიკა;
აფრიკა;
ევროპა.

გადახედეთ პასუხებს. ვნახოთ, რა გამოვიდა სტიქიების მიხედვით:

1 კითხვა (პასუხების თანმიმდევრობით) - წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი.
2 კითხვა - მიწა, ცეცხლი, ჰაერი, წყალი.
3 კითხვა - ცეცხლი, ჰაერი, მიწა, წყალი.
4 კითხვა - წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი.
5 კითხვა - მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი.
6 კითხვა - ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი.
7 კითხვა - ჰაერი, მიწა, წყალი, ცეცხლი.
8 კითხვა - ჰაერი, ცეცხლი, მიწა, წყალი.
9 კითხვა - მიწა, ჰაერი, ცეცხლი, წყალი.

დაითვალეთ, რამდენი სტიქია ჭარბობს:

ტემპერამენტითა და ცხოვრების წესით, ხართ ცეცხლის სტიქია (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
მიზანმიმართული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს დევიზით: ”ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ!” თავი ბედნიერად რომ იგრძნოთ, წარმატებული უნდა იყოთ. არა აქვს მნიშვნელობა სფეროს. ეს შეიძლება იყოს: სიყვარული, სამსახური ან მეგობრული შეჯიბრება ”მონოპოლიაში”. ზოგჯერ დესპოტური და დაუფიქრებელი საქციელი გახასიათებთ. ამასთანავე, შეიძლება იყოთ კეთილი და საკუთარ თავში დარწმუნებული.

თქვენ ხართ ვერძი, თუ:
გამოკვეთილი ლიდერის თვისებები და სამართლიანობა გახასიათებთ.
თქვენ ლომი ხართ, თუ: საკუთარი თავი სხვებზე ღირსეულად მიგაჩნიათ და გონებაგახსნილიც ხართ.
თქვენ მშვილდოსანი ხართ, თუ: კარგი მეხსიერება გაქვთ და გიყვართ ჭორაობა.
ტემპერამენტითა და ცხოვრების წესით ხართ წყლის სტიქია (კირჩხიბი, მორიელი, თევზები).
”მე ვგრძნობ, მაშასადამე, მე ვცოცხლობ” - განვითარებული ფანტაზია, სხვების დახმარების სურვილი, კრეატიულობა და აღქმა. ამასთანავე, ხართ მეტად ემოციური.

თქვენ კირჩხიბი ხართ, თუ:
გულკეთილი და ემოციური ბრძანდებით.
თქვენ მორიელი ხართ, თუ: სიჯიუტე და სამართლიანობა გახასიათებთ.
თქვენ თევზები ხართ, თუ: იდეალური ინტუიცია გაქვთ.

ტემპერამენტითა და ცხოვრების წესით ხართ ჰაერის სტიქია (ტყუპი, სასწორი, მერწყული).
”იფიქრე” - ხშირად აძლევთ ბრძანებას საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც. თქვენნაირი ცნობისმოყვარე და გამჭრიახი ადამიანი ძნელი მოსაძებნია. კარგად აზროვნებთ და სწრაფად ფიქრობთ, ხართ კრეატიული და არ გიჭირთ გარემოსთან შეგუება. ხშირად ხართ ქარაფშუტა, მაგრამ სიცოცხლისმოყვარული.

თქვენ ტყუპი ხართ, თუ:
იუმორის გრძნობაც გაქვთ და მოუთმენლობაც გახასიათებთ.
თქვენ სასწორი ხართ, თუ: კომუნიკაბელური და მომენტებში ბავშვივით მიამიტი ხდებით.
თქვენ მერწყული ხართ, თუ: მოკრძალებული და დიპლომატიური ბრძანდებით.

ტემპერამენტითა და ცხოვრების წესით ხართ მიწის სტიქია (კურო, ქალწული, თხის რქა). მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და კეთილდღეობა თქვენი მთავარი საზრუნავია. ხართ ჯიუტი, ნაკლებად ენდობით გარშემო მყოფებს. ამასთანავე, ხართ ლოიალური, საიმედო, მშვიდი და გარშემო მყოფებისადმი კეთილგანწყობილი.

თქვენ კურო ხართ, თუ:
გიყვართ მხატვრობა და მოთმინებით ხართ აღსავსე.
თქვენ ქალწული ხართ, თუ: პუნქტუალური და გამომგონებელი ბრძანდებით.
თქვენ თხის რქა ხართ, თუ: ბავშვობიდან გახასიათებთ სერიოზულობა და დისციპლინა.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 35 /
Marine
Me var sascori.mainteresebs kovel dgiuri horoskopebi da kidev 200clidan rogori cxovreba melis.mteli clis mancilze.
18:29 / 12-11-2019
გამოხმაურება / 0 /
Marine
Ra melis am axal 200 cels?
18:27 / 12-11-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
e87a93