დაუმატეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს მხოლოდ 3 ფინიკი და ეს 5 რამ დაემართება თქვენს სხეულს.
1. გაუმჯობესდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა
ფინიკი შეიცავს უამრავ უჯრედისს. ის ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის.
ფინიკი ხსნის აშლილობას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ყველანაირ პრობლემას. აბალანსებს ნაწლავების მიკროფლორას.
ეს ხილი ძალიან უყვართ "კარგ", სასარგებლო ბაქტერიებს.
2. ანემიის პროფილაქტიკა
ანემია – სერიოზული დაავადება. თუმცა, ეს დაავადება ისე შეიძლება მიმდინარეობდეს, რომ თქვენ მის შესახებ არც იცოდეთ.
ფინიკი – რკინის შესანიშნავი საბადოა, ამიტომაც ამ პრობლემას ეფექტურად უმკლავდება. ეს ხილი ენერგიასა და სიმხნევეს მოგანიჭებთ!
3. ამაგრებს ძვლებს, ასუფთავებს სისხლს და ამაღლებს იმუნიტეტს
ფინიკი დიდი რაოდენობით მაგნიუმს, მანგანუმსა და სელენს შეიცავს. როგორც ცნობილია, პროდუქტები, რომლებიც სელენს შეიცავს, საიმედოდ გვიცავს კიბოსგან. მაგნიუმი და მანგანუმი კი ძვლების სიმაგრესა და სისხლის სისუფთავეს უზრუნველყოფს.
ასე რომ, ღირს დაუმატოთ თქვენს რაციონში ფინიკი.
4. ეს ხილი აგავსებთ ენერგიით, როცა იგრძნობთ, რომ ძალები სრულიად გამოგელიათ
ფინიკი – ეს შაქრის ყველაზე დიდი წყაროა. მასში შედის დიდი რაოდენობით ფრუქტოზა, საქაროზა და სუფთა გლუკოზა. ამიტომაც ეს ხილი იდეალური წასახემსებელია.
მიირთვით ფინიკი სადილის შემდეგ, როცა განსაკუთრებულ უძალობას იგრძნობთ. ის შოკოლადზე ბევრად უკეთესია.
5. გულის ჯანმრთელობა
ფინიკში დიდი რაოდენობით კალიუმია. ეს ნივთიერება ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს და ლიპოპროტეინების, ე.წ. ქოლესტერინის ჩამოყალიბებისგან გვიცავს.