ხველისა და გაციების მოსახსნელი ხალხური საშუალებები ყოველთვის ეფექტური იყო. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გაციება – ლამის საყოველთაო მოვლენაა, ამიტომაც კარგი იქნება, ხელთ გვქონდეს რამდენიმე რეცეპტი, რომელიც განკურნებაში დაგვეხმარება.
ხველის და გაციების მოსახსნელი ყველაზე ეფექტური საშუალება ხახვი და თაფლია.
თაფლი რომ ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა, ეს ყველამ ვიცით, ხახვი კი – საუკეთესო ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც მომენტალურად ანადგურებს დაავადების წარმომქმნელ ბაქტერიებს. აშკარაა, რომ ამ ორი ინგრედიენტის შეერთებით საუკეთესო სამკურნალო პრეპარატს მივიღებთ.
როგორ მოვამზადოთ ხახვისა და თაფლის ელექსირი?
რეცეპტი #1
ინგრედიენტები:
1 საშუალო ზომის ხახვი
2 ჭიქა წყალი
ერთი ლიმონის წვენი.
გაფცქვენით ხახვი, დაჭერით მსხვილად და ჩაყარეთ 15 წუთით ადუღებულ წყალში.
შემდეგ ამოიღეთ ხახვი წყლიდან, აცადეთ, რომ გაგრილდეს, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი.
სვით ნაყენი დღეში 2-3-ჯერ.
რეცეპტი #2
ინგრედიენტები:
1 ხახვი;
2-3 სუფრის კოვზი თაფლი.
გაფცქვენით ხახვი, დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ ჯამში. მოასხით თაფლი და გააჩერეთ მთელი ღამით.
მეორე დღეს, დილით გაწურეთ მასა და მიიღეთ ხახვის ნაყენი მთელი დღის განმავლობაში.
რეკომენდებულია ნაყენის მიღება ყოველ ორ საათში ერთხელ თითო სუფრის კოვზი.