ჯანჯაფილი – ეს არა მხოლოდ მცენარეა, ეს სუპერპროდუქტია! ის ამაღლებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და თრგუნავს ორგანიზმში ყველანაირ ანთებით პროცესს.
ჯანჯაფილი შეიცავს რამდენიმე ეთერზეთს, რომლებიც მას განსაკუთრებულ არომატსა და გემოს სძენს. ეს ეთერზეთები გახლავთ: ზინგერობი, შაგაოლი და გინდეროლსი. ისინი უძლიერესი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და ანტისოკოს ეფექტის მქონეა.
აი, ის ძირითადი უპირატესობები, რომლებიც ჯანჯაფილის ჩაის გააჩნია:
ჯანჯაფილი – ძალიან ეფექტურია თავისა და კუნთების ტკივილისას, გაციებისა და გრიპის დროს. ის ტკივილგამოყუჩებელიც არის და ანთების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაც;
ჯანჯაფილის ჩაის სისტემატური მიღების შემთხვევაში ძლიერდება იმუნური სისტემა, რადგან მასში უამრავი ანტიოქსიდანტია, რომლებიც ორგანიზმს საშუალებას აძლევს, ეფექტურად ებრძოლოს ინფექციებს.
დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ჩაის მინიმუმამდე დაჰყავს ინსულტის გაჩენის რისკი. ჯანჯაფილი ეფექტურად წვავს ცხიმოვან უჯრედებს, რომლებიც სისხლძარღვებში გროვდება.
ჯანჯაფილი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შედეგად კი თქვენი სხეული იღებს მეტ ვიტამინს, მინერალსა და ჟანგბადს სისხლიდან;
ჯანჯაფილი თრგუნავს ჰერპესის სიმპტომებს;
ჯანჯაფილი კლავს კიბოს უჯრედების 76%-ს ფილტვებში. ეს მასში შემავალი ნივთიერება 6-ჯინჯეროლის დამსახურებით ხდება.
ერთ-ერთმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანჯაფილი აუმჯობესებს ორგანიზმის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ეს კი ნიშნავს, რომ დაცული ხართ შაქრის დიაბეტისგან.
ასევე, 2015 წელს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჯანჯაფილი აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის მუშაობას. განსაკუთრებით ეფექტურია ის საშუალო ასაკის ქალებისთვის.
როგორ დავაყენოთ სწორად ჯანჯაფილის ჩაი
დაგჭირდებათ:
1 ფინჯანი წყალი;
1/4 სუფრის დაფქული ჯანჯაფილი;
1/4 ჩაის კოვზი დაფქული კურკუმა;
ქოქოსის ზეთი გემოვნებით, დაუმატეთ შაქრის ნაცვლად;
თაფლი გემოვნებით.
თავდაპირველად აადუღეთ წყალი პატარა ქვაბში, შემდეგ დაუმატეთ მასში ჯანჯაფილი და კურკუმა. დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ ადუღებიდან 10 წუთი.
შემდეგ გადაწურეთ ფინჯანში. დაუმატეთ თაფლი და ქოქოსის ზეთი გემოვნებით! და მიირთვით. დილა ამისთვის საუკეთესო დროა.