ვისკი – ბოლო დროის ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ალკოჰოლური სასმელია. ეს იმით აიხსნება, რომ ვისკის უამრავი სახეობა არსებობს – ბორბონიდან დაწყებული, ტენესით დამთავრებული.
ამ ყველაფერთან დამატებულია ის ფაქტიც, რომ ვისკის სამკურნალო თვისებები აქვს.
საუკუნეების მანძილზე ვისკის, ძირითადად, სამკურნალო მიზნით იყენებდნენ.
ის გამოიყენებოდა ხველის, ტუბერკულოზის, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ. "მშრალი კანონის" დროსაც კი დასაშვები იყო ვისკის გაყიდვა ლიცენზირებულ აფთიაქებში, ოღონდ მხოლოდ რეცეპტით.
და აი, კიდევ რა სასარგებლო თვისებები აქვს ამ ალკოჰოლურ სასმელს:
ის ხელს უშლის წონაში მატებას
ვისკი შეიცავს 0% ცხიმს, 0% ქოლესტერინს, ხოლო მასში შემავალი ნახშირწყლები და კალორიები ძალიან სწრაფად იშლება იმის მაგივრად, რომ დაგროვდეს თქვენს თეძოებზე.
ვისკი დადებითად მოქმედებს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაზე, გვაკონტროლებინებს მადას, რაც თავის მხრივ, პირველ რიგში, მოქმედებს ზედმეტი წონის დაკლებაზე.
აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციებს
ადუნებს რა სისხლძარღვების კედლებს, ვისკი ხელს უშლის მათზე ქოლესტერინის დაგროვებას. გარდა ამისა, ანტიოქსიდანტები, რომლებიც ვისკიში იქნა აღმოჩენილი, საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებების რისკს.
ამცირებს ონკო-დაავადებების გაჩენის რისკს
ვისკი იმაზე მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს, ვიდრე შავი ღვინო. გარდა ამისა, ამ სასმელში აღამოჩენილ იქნა ელაგონის მჟავა, რომელიც ხელს უშლის დნმ-ის კონტაქტს კიბოს შენაერთებთან. ის ასევე ორგანიზმს იცავს ქიმიოთერაპიის მავნე ზემოქმედებისგან.
დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე და აუმჯობესებს მეხსიერებას
ყველა ეს ანტიოქსიდანტი, რომელიც ზემოთ იქნა ნახსენები, აჯანსაღებს ტვინის უჯრედებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ასევე, აღმოაჩინეს კავშირი ვისკის მოხმარებასა და ალცჰაიმერის დაავადების რისკის დაქვეითებას შორის.
ვისკი ხსნის დაძაბულობას, სტრესს, ადუნებს კუნთებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
ამ სასმლის შემადგენლობაში უმცირესი რაოდენობის შაქარი საშუალებას იძლევა, მიირთვან ის შაქრიანი დიაბეტის მქონეებმაც. ვისკი არ ამაღლებს სისხლში გლუკოზის დონეს. ის ასევე აუმჯობესებს ორგანიზმის უნარს, არეგულიროს ინსულინი და გლუკოზა.
დაბოლოს, ყველა ამ სამკურნალო თვისების გასაღები, რა თქმა უნდა, ამ სასმლის და საერთოდ, ყველაფრის გონივრულად და ზომიერად გამოყენებაშია.
ზომიერება – მთავარი წესია!