მხედველობის პრობლემა ძალზე გავრცელებულია თანამედროვე თაობაში. თუ კომპიუტერთან დიდი დროის გატარება გიწევთ, თვალების ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია, ასაკთან ერთად მხედველობაც რომ არ დაკარგოთ.
როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა
დასვენება თვალებისთვის
ყოველ ერთ საათში 2-ჯერ დახუჭეთ თვალები 2 წუთით. ეს საკმარისია თვალის კუნთის დასასვენებლად და მხედველობის რეგენერაციისთვის. თვალების დასვენება ასევე დადებითად იმოქმედებს ნერვულ სისტემაზე.
თუ სათვალეს ატარებთ
თუ მხედველობა დაქვეითებული გაქვთ, ეს არ არის მიზეზი, რათა ლინზები ატაროთ ან სათვალე არ მოიხსნათ. დღეში ნახევარი საათით მაინც მოიხსენით სათვალე და შეატყობთ, რომ უკეთ ხედავთ.
თვალების მასაჟი
დაიზილეთ თვალები დღეში ერთხელ. მისი წყალობით სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება, თვალებს დაასვენებთ და შედეგად მხედველობა უფრო სწრაფად აღგიდგებათ.
რეგულარული შესვენებები
ნუ ამყოფებთ თვალებს მუდმივ დაძაბულობაში: ყოველ 20 წუთში სამუშაოდან სხვა რამეზე გადაიტანეთ მზერა. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლომხედველთათვის.
სავარჯიშოები მხედველობისთვის
ჩაატარეთ ეს მარტივი სავარჯიშოები 2 დღეში ერთხელ და დადებით შედეგს მიიღებთ! გააყოლეთ მზერა ფოტოზე მოცემულ ისრებს. ეს გახლავთ შესანიშნავი სავარჯიშო თვალის კუნთის გასამაგრებლად.
თბილი კომპრესები
თუ თვალები დაგეღალათ, დაიდეთ ბამბის ტამპონების თბილი კომპრესი. ეს საშუალება არამხოლოდ მოგიხსნით დაღლილობას, ასევე ეფექტურია თავის ტკივილების დროს.
დიეტა
სტაფილო, კარაქი, თევზის ცხიმი, თხილი, მწვანილი: ეცადეთ, რომ თქვენი საკვების რაციონი შეიცავდეს ამ პროდუქტებს.
გაატარეთ დრო ბუნებაში
სუფთა ჰაერი და ბუნებრივი განათება სასარგებლოა როგორც თვალებისთვის, ასევე მთლიანი ორგანიზმისთვის. ისეირნეთ მეტი - ეს გახლავთ ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის საუკეთესო მეთოდი.