იმის მტკიცებულება, რომ უკეთესია, ვსვათ თბილი წყალი, ჯერ კიდევ უძველეს ჩინური მედიცინის ტრაქტატებში გვხვდება. მაშინვე ითვლებოდა, რომ წყლის ტემპერატურა სხეულისას უნდა შეეფარდებოდეს.
თუკი მიღებული წყლის ტემპერატურა სხეულისაზე მაღალი ან დაბალია, შესაძლოა, დაირღვეს ინისა და იანის ენერგიის ბალანსი.
მხოლოდ გაციების, მუცლის შებერილობისა და უღონობისას არის რეკომენდებული ცხელი წყლის მიღება, ხოლო ცივი სითხის მიღება საერთოდ უნდა გამორიცხოთ თქვენი ყოველდღიურობიდან!
ყოველ დილით კი, უზმოზე თბილი წყლის დალევა საუკეთესო პროცედურაა ორგანიზმისთვის. რამდენსაც შეძლებთ – რამდენიმე ყლუპიდან 2 ჭიქამდე. ამ მეთოდით ეფექტურად გაიწმენდთ ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან. და ეს არა არის ერთადერთი სარგებლობა დილით თბილი წყლის დალევისგან!
5 მიზეზი, რატომ უნდა ვსვათ უზმოზე თბილი წყალი:
1. თბილი წყალი დამამშვიდებლად მოქმედებს თავისა და მენსტრუალური ტკივილის დროს. ნუ იჩქარებთ მაშინვე ტკივილგამაყუჩებლის მიღებას. დალიეთ უბრალოდ თბილი წყალი!
2. ის აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას. განსაკუთრებით სასარგებლოა თბილი წყლის დალევა ვარჯიშის წინ.
3. თბილი წყლის რეგულარულად მიღების შემთხვევაში დაივიწყებთ კანზე გამონაყარს და აშკარად გაგიუმჯობესდებათ კანისა და თმის მდგომარეობა.
4. უკვე ვთქვით, რომ თბილ წყალს გამოაქვს ორგანიზმიდან ყველაფერი მავნებელი. ის აჩქარებს ნივთიერებათ ცვლას, შესაბამისად კი, ხელს უწყობს წონაში კლებას. ხოლო, თუკი თბილ წყალში ცოტაოდენ ლიმონის წვენსაც ჩაუმატებთ, მაშინ გემრიელად ორგანიზმის გაჯანსაღება გარანტირებული გექნებათ!
5. თბილი წყლის მიღება ყოველ დილით შეგინარჩუნებთ ახალგაზრდობას. საქმე ისაა, რომ წყალი ასუფთავებს თირკმელსა და ღვიძლს, აჩქარებს მეტაბოლიზმს, ორგანიზმს ამარაგებს ჟანგბადითა და სხვა საჭირო ნივთიერებებით. მაშ, რატომ არ უნდა მივიღოთ ასეთი მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ელექსირი?
რჩევა: რეკომენდებულია მიიღოთ თბილი, მაგრამ აუდუღარი წყალი. თუკი არ გაქვთ წყლის სპეციალური გამფილტრავი, მაშინ შეგიძლიათ აადუღოთ წყალი, მაგრამ შემდეგ დაუმატოთ მასში ცოტაოდენი ლიმონის წვენი.