სიახლე

55 ქვეყნიდან Mars-ის მიერ წარმოებულ შოკოლადებს გაიწვევენ - მასში პლასტმასი აღმოაჩინეს!

55 ქვეყნიდან Mars-ის მიერ წარმოებულ შოკოლადებს გაიწვევენ - მასში პლასტმასი აღმოაჩინეს!
სააგენტო Reuters-ის ცნობით, შოკოლადის ბატონ Snickers-ში პლასტიკატის ნაწილაკის აღმოჩენის გამო 55 ევროპული და ზოგიერთი აზიური ქვეყანა კომპანია Mars-ის მიერ წარმოებულ შოკოლადებს გაიწვევს. საქართველოს ბაზარზე ჯერ მსგავსი ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათიდან შევიდა, მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა Snickers-ის შოკოლადის ბატონში წითელი პლასტმასის ნაჭერი აღმოაჩინა და Mars-ის კომპანიას საჩივრით მიმართა – ამ ინფორმაციის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი იტყობინება.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მოცემული შოკოლადის ბატონი ნიდერლანდების ქალაქ ვეხელში იქნა წარმოებული.

"ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ პლასტმასის ნაჭერი მხოლოდ
ამ კონკრეტულ შოკოლადის ბატონში იყო, - აცხადებს Mars-ის ჰოლანდიური ფილიალის წარმომადგენელი. – კომპანიას არ სურს, ბაზარზე ჰქონდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ხარისხის მოთხოვნებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გავითხოვოთ ეს პროდუქცია ქვეყნებიდან".

Mars-ის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია პროდუქციის გაწვევით გამოწვეულ ფინანსურ შედეგებზე, რაც პირველ რიგში, ქარხანას შეეხება.

Mars-ის ჰოლანდიური მწარმოებლის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ორგანიზაციასთან.

კომპანიამ 55 ქვეყნიდან გაიწვია Mars-ის, Snickers-ის,Milky Way Minis-ისა და Miniatures-ის შოკოლადის ბატონები, ასევე, კანფეტები Celebrations 2016 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 8 იანვრამდე შენახვის ვადით.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ქართველი
დღეს მოდაშია საკუთარი ერის შეურაცხყოფა და დამცირება. ყველა გვჯობია ვინც არ ვართ და სადაც არ ვართ?!
23:27 / 04-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს რას ჭამს,მისთვის მთავარია რამე ჭამოს...ამაზე მეტყველებს კომენტარების არქონაც.
20:15 / 04-04-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93