სააგენტო Reuters-ის ცნობით, შოკოლადის ბატონ Snickers-ში პლასტიკატის ნაწილაკის აღმოჩენის გამო 55 ევროპული და ზოგიერთი აზიური ქვეყანა კომპანია Mars-ის მიერ წარმოებულ შოკოლადებს გაიწვევს. საქართველოს ბაზარზე ჯერ მსგავსი ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.
გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათიდან შევიდა, მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა Snickers-ის შოკოლადის ბატონში წითელი პლასტმასის ნაჭერი აღმოაჩინა და Mars-ის კომპანიას საჩივრით მიმართა – ამ ინფორმაციის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი იტყობინება.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მოცემული შოკოლადის ბატონი ნიდერლანდების ქალაქ ვეხელში იქნა წარმოებული.
"ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, რომ პლასტმასის ნაჭერი მხოლოდ ამ კონკრეტულ შოკოლადის ბატონში იყო, - აცხადებს Mars-ის ჰოლანდიური ფილიალის წარმომადგენელი. – კომპანიას არ სურს, ბაზარზე ჰქონდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ხარისხის მოთხოვნებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, გავითხოვოთ ეს პროდუქცია ქვეყნებიდან".
Mars-ის წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია პროდუქციის გაწვევით გამოწვეულ ფინანსურ შედეგებზე, რაც პირველ რიგში, ქარხანას შეეხება.
Mars-ის ჰოლანდიური მწარმოებლის წარმომადგენლის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნის საკვები პროდუქტების უსაფრთხოების ორგანიზაციასთან.
კომპანიამ 55 ქვეყნიდან გაიწვია Mars-ის, Snickers-ის,Milky Way Minis-ისა და Miniatures-ის შოკოლადის ბატონები, ასევე, კანფეტები Celebrations 2016 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 8 იანვრამდე შენახვის ვადით.